ჰესბოლას“ რაკეტამ ისრაელში პატარა ფეხბურთელები იმსხვერპლა, გადაიზრდება თუ არა „ცახალის“ პასუხი „ლიბანის მესამე ომში“?

ჩნდება იმის დიდი საფრთხე, რომ ღაზას სექტორში ისედაც საომარ მდგომარეობაში მყოფ ისრაელს მეორე ფრონტზე ბრძოლაც მოუწიოს, ამჯერად ჩრდილოეთ მიმართულებაზე…

27 ივლისის საღამოს ისრაელის მიერ კონტროლირებად გოლანის სიმაღლეებზე, დრუზების დასახლებულ პუნქტ მაჯდალ-შამსში ფეხბურთის მოედანზე რაკეტა მაშინ დაეცა და აფეთქდა, როდესაც იქ ფეხბურთს თამაშობდნენ, შედეგად დაიღუპა 9 და დაიჭრა 34 ახალგაზრდა, რომელთა ასაკი 10-20 წელს არ აღემატებოდა…

ადგილობრივების თქმით, საჰაერო განგაშის სიგნალი კი ამოქმედდა, მაგრამ ფეხბურთის მოთამაშეებმა ვერ მოასწრეს თავშესაფრამდე მისვლა ან არ მოინდომეს ფეხბურთის დაძაბული მატჩის შეწყვეტა…მაშინ, როდესაც თითქმის მთელი მსოფლიო პარიზის ოლიმპიადაზე ერთმანეთს სპორტულ სახეობებში და მათ შორის ფეხბურთშიც ეჯიბრება, ჩვენი პლანეტის სხვა ნაწილში ისეთივე ფეხბურთის მოედანზე მოთამაშეები აფეთქებული რაკეტის მსხვერპლნი ხდებიან…

თუმცა რაღა შორს წავიდეთ, 2008 წლის 8 აგვისტოს, როდესაც ჩინეთში პეკინის ოლიმპიადა იხსნებოდა, რუსული ტანკები საქართველოში იჭრებოდნენ, თვითმფრინავები კი ქართულ სოფლებს ბომბავდნენ…

მაჯდალ-შამსის ფეხბურთის სტადიონი 7 კმ-ითაც არ არის დაშორებული სამხრეთ ლიბანის საზღვრიდან და ამ სიშორეზე მიღწევა „ჰესბოლას“ ნამდვილად არ გაუჭიდებოდა – „ჰესბოლას“ მიერ განხორციელებული ეს სარაკეტო დარტყმა სავარაუდოდ პასუხი იყო მათი საბრძოლო დანაყოფის „რადუანის“ („ჰესბოლას სპეციალური დანიშნულების რაზმის) წევრის ლიკვიდაციისა, რაც ისრაელის „ცახალმა“ განახორციელაის, რომ ისრაელი პასუხის პასუხს არ დაუგვიანებს, დიდი კითხვა არ სჭირდება, თუნდაც 1 800 კმ-ზე დაშორებული იემენელი ჰუსიტებისთვის „გაგზავნილი“ სარაკეტო პასუხის შემყურე…