ცხენმა ისეთი ემოციური ნუგეში მომცა, როგორიც არც ერთ მამაკაცთან არ მიგრძნია” – ქალი ამტკიცებს, რომ მისი მეუღლე ცხენზე ეჭვიანობს: ინგლისელი წყვილის უცნაური ამბავი

ემი ჰო­ლან­დი, 39 წლის ვე­ტე­რი­ნა­რი, ლინ­კოლნშირ­ში თა­ვის მე­ო­რე ქმარ­თან, RAF-ის სერ­ჟანტ ნიკ­თან და მათ სამი წლის ვაჟ­თან ედუ­არ­დთან ერ­თად ცხოვ­რობს. თუმ­ცა ოჯახს ერთ პრობ­ლე­მა აქვს: ქმა­რი თა­ვის ცოლ­ზე გა­მუდ­მე­ბით ეჭ­ვი­ა­ნობს: ამის მი­ზე­ზი კი, რაც არ უნდა გა­საკ­ვი­რი იყოს, ცხე­ნია:

“2016 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში, რო­დე­საც ჩემ­მა პირ­ველ­მა ქმარ­მა ულ­ტი­მა­ტუ­მი წა­მი­ყე­ნა: “ან მე, ან ცხე­ნი”, არ და­ვა­ყოვ­ნე და რა თქმა უნდა, ცხე­ნი ავირ­ჩიე. ვი­ცო­დი, ეჭ­ვი­ა­ნობ­და იმ ყუ­რა­დღე­ბას გამო, რა­საც ჩემი ცხე­ნის, ჟას­მი­ნის მი­მართ ვი­ჩენ­დი. ვგრძნობ­დი, ისე იქ­ცე­ო­და, თით­ქოს საყ­ვა­რე­ლი მყავ­და. ვა­ღი­ა­რებ, რომ მას­თან ერ­თად დიდ დროს ვა­ტა­რებ­დი. მაგ­რამ გულ­წრფე­ლად რომ გი­თხრათ, ჟას­მინ­მა ისე­თი ემო­ცი­უ­რი ნუ­გე­ში მომ­ცა, რო­გო­რიც არც ერთ მა­მა­კაც პარტნი­ორ­თან არ მიგ­რძნია.

ის იყო ჩემი მხსნე­ლი რთულ პე­რი­ოდ­ში. იმ დროს შე­ვი­ძი­ნე, როცა გა­ფან­ტუ­ლი სკლე­რო­ზის დი­აგ­ნო­ზი და­მის­ვეს. ჩვენ გვაქვს ძლი­ე­რი კავ­ში­რი, რო­მე­ლიც მუ­შა­ობს ორი­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბით. ხან­და­ხან მგო­ნია, რომ ქმარ­ზე მე­ტად მიყ­ვარს. ჩემი პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბა სწო­რედ ამ მი­ზე­ზით დას­რულ­და” – ამ­ბობს ემი.

ცო­ლის უც­ნა­ურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე ცხო­ვე­ლის მი­მართ ნი­კიც სა­უბ­რობს:

“ეჭ­ვი­ა­ნო­ბა არ არის სი­ტყვა, რო­მელ­საც მე გა­მო­ვი­ყე­ნებ­დი იმის აღ­სა­წე­რად, თუ რო­გორ ვგრძნობ თავს ემი­სა და ჟას­მინ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე. მშურს, რამ­დე­ნად კარ­გად ექ­ცე­ვა ჩემი ცო­ლის ჟას­მინს.”

კლერ ჰო­ვარ­დი, 61 წლის, ბან­ბე­რი­ში, ოქსფორდშირ­ში, ქმარ­თან, დე­ვიდ­თან ერ­თად ცხოვ­რობს

“ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ორი კა­ცია. ცხენს ყო­ველ­თვის უხა­რია ჩემი და­ნახ­ვა, მჩუქ­ნის უპი­რო­ბო სიყ­ვა­რულს, არას­დროს მიშ­ლის ხელს და არ წუ­წუ­ნებს, თუ ყო­ველ­დღე ერ­თსა და იმა­ვე სა­დილს ვამ­ზა­დებ. მას­თან იმ­დე­ნად ძლი­ე­რი კავ­ში მაქვს, რომ ყო­ველ­თვის გრძნობს, როცა ცუდ ხა­სი­ათ­ზე ვარ.

მე­ო­რე ჩემი ქმა­რია, დე­ვი­დი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენ 40 წე­ლია და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ, მან იცის, რომ ჩემი ცხე­ნი, ფინი, ყო­ველ­თვის პირ­ვე­ლი იქ­ნე­ბა.

2016 წლის დე­კემ­ბერ­ში მკერ­დის კი­ბოს დი­აგ­ნო­ზი და­მის­ვეს, ფინი მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­ა­ვად­და ლიმ­ფან­გი­ტით, სე­რი­ო­ზუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც იწ­ვევს ფე­ხე­ბის შე­შუ­პე­ბას” – ამ­ბობს კლე­რი.

დე­ვი­დის მტკი­ცე­ბით, აღარ უკ­ვირს ის ფაქ­ტი, რომ მის ცოლს ცხე­ნი უფრო უყ­ვარს.

“არ მიკ­ვირს, რომ კლერს ფინი ჩემ­ზე მე­ტად უყ­ვარს. ვცდი­ლობ ტო­ლე­რან­ტუ­ლი ვიყო, მაგ­რამ ერთი წი­თე­ლი ხაზი მაქვს: ფინს არ აქვს უფ­ლე­ბა შე­მოგ­ვი­ერ­თდეს შვე­ბუ­ლე­ბა­ში” – ამ­ბობს დე­ვი­დი.