ტირანი დედაა. მაიძულებდა მეცხოვრა ისე, როგორც მას სურს” – ლუბა უსპენსკაიას დაკარგული შვილი გამოჩნდა და კრემლის პროპაგანდისტ მომღერალს ძალადობაში ადანაშაულებს

ოქტომბრის და­სა­წყის­ში, ცნო­ბი­ლი რუსი მომ­ღერ­ლის ლუბა უს­პენ­სკა­ი­ას ქა­ლიშ­ვი­ლი გა­უ­ჩი­ნარ­და. მომ­ღე­რა­ლი შვი­ლის და­კარ­გვა­ში უკ­რა­ი­ნას ადა­ნა­შა­უ­ლებ­და. მისი თქმით, გო­გო­ნა უკ­რა­ი­ნის სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა გა­ი­ტა­ცეს და მის გა­მო­ყე­ნე­ბას დე­დის წი­ნა­აღ­მდეგ აპი­რებ­დნენ. რამ­დე­ნი­მე დღე­ში ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ტა­ტი­ა­ნა პლაქ­სი­ნა, არა­ვის გა­უ­ტა­ცია. გო­გო­ნა ის­რა­ელ­ში იპო­ვეს და რუ­სეთ­ში და­აბ­რუ­ნეს.

“ჩემო ძვირ­ფა­სო მე­გობ­რე­ბო, უბე­დუ­რე­ბა და­მე­მარ­თა! ახ­ლა­ხან ბა­ქო­დან ჩა­მო­ვე­დი, ტა­ნია – ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლი, და­კარ­გუ­ლია! ვერ ვპო­უ­ლობ… მისი ტე­ლე­ფო­ნე­ბი სახ­ლშია. მე­ში­ნია, რად­გან ეს შე­იძ­ლე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყოს ჩემს მოგ­ზა­უ­რო­ბებ­თან დო­ნეცკ­სა და ლუ­განსკში. ან შე­საძ­ლოა, ნარ­კო­მა­ნებ­მა ან დი­ლე­რებ­მა გა­ი­ტა­ცეს სად­მე”, – ამ­ბობ­და მომ­ღე­რა­ლი.

რუ­სეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბულ­მა პლაქ­სი­ნამ ად­გი­ლობ­რივ მე­დი­ას­თან აღი­ა­რა, რომ რე­ა­ლუ­რად, ის­რა­ელ­ში ყოფ­ნი­სა, ვარ­სკვლა­ვი დე­დას ემა­ლე­ბო­და და ის სახ­ლი­დან სა­კუ­თა­რი ნე­ბით გა­იქ­ცა.

“ველოდი რო­დის და­ღამ­დე­ბო­და, გა­დავ­ძვე­რი ღო­ბე­ზე და მთე­ლი და­სახ­ლე­ბა ფე­ხით გა­ვირ­ბი­ნე. შემ­დეგ მან­ქა­ნა გა­ვა­ჩე­რე, რო­მელ­მაც გზა­ზე გა­მიყ­ვა­ნა. იქი­დან ტაქ­სი­ში გა­დავ­ჯე­ქი და აე­რო­პორ­ტამ­დე მი­ვე­დი. გაქ­ცე­ვა­ში არა­ვინ დამ­ხმა­რე­ბია. მე მხო­ლოდ ფი­ნან­სუ­რად და მო­რა­ლუ­რად და­მეხ­მარ­ნენ”, – ამ­ბობს ტა­ტი­ა­ნა.

მომ­ღერ­ლის ქა­ლიშ­ვი­ლის თქმით, მთე­ლი ეს დრო უს­პენ­სკა­ი­ას შვი­ლი ჩა­კე­ტი­ლი ჰყავ­და და არ აძ­ლევ­და სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ იმ ელი­ტუ­რი და­სახ­ლე­ბის სა­ზღვრებს გას­ცდე­ნო­და, სა­დაც მომ­ღერ­ლის სახ­ლი მდე­ბა­რე­ობს. პლაქ­სი­ნა ამ­ტკი­ცებს, რომ დედა მას მუდ­მი­ვად აკონ­ტრო­ლებ­და.

“მე­ში­ნო­და ძა­ლი­ან, მტან­ჯავს, არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი და ტი­რა­ნი დე­დაა. სულ შიშ­ში ვარ, რომ დედა რა­ღა­ცას ნა­ხავს ან გა­ი­გებს. ისე და­მა­ში­ნა, რომ ხელ­ჩა­კი­დე­ბუ­ლე­ბი დავ­დი­ო­დით. მა­ი­ძუ­ლებ­და მე­ცხოვ­რა ისე, რო­გორც მას სურს, თით­ქოს მას­ზე ვი­ყა­ვი მიბ­მუ­ლი. უკვე 10 წე­ლია ვე­მუ­და­რე­ბი, – დედა, ცალ­კე მინ­და ცხოვ­რე­ბა – მეთ­ქი… მან კი ძა­ლით და­მა­კა­ვა და მა­ი­ძუ­ლა და­ხუ­რულ და­სახ­ლე­ბა­ში მე­ცხოვ­რა. ეს ერთხელ და სა­მუ­და­მოდ უნდა დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო”, – ჰყვე­ბა ტა­ტი­ა­ნა.

პლაქ­სი­ნას თქმით, დედა მას პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის გა­კე­თე­ბას აი­ძუ­ლა, რაც სა­ერ­თოდ არ უნ­დო­და.

“არ მინ­დო­და, რომ ოპე­რა­ცი­ებს მი­კე­თებ­დნენ, მე­ხე­ბოდ­ნენ”, – ტა­ტი­ა­ნას თქმით, მას­ზე სხვა­დას­ხვა პრე­პა­რა­ტებს ცდიდ­ნენ.

“ერთხელ მა­ი­ძუ­ლა, კლი­ნი­კა­ში წავ­სუ­ლი­ყა­ვი, რომ ჩემ­თვის და­მამ­შვი­დე­ბე­ლი გა­ე­კე­თე­ბი­ნათ. ფი­ზი­კუ­რად ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ. რა­ტომ უნდა და­მამ­შვი­დონ? ჩემ­მა სხე­ულ­მა ამას ვე­ღარ გა­უძ­ლო. მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­ვე­ცი და კლი­ნი­კა­ში სის­ხლის გუ­ბე­ში ვი­წე­ქი,“ – ჰყვე­ბა გო­გო­ნა ბოლო ინ­ცი­დენ­ტის შე­სა­ხებ.