ცნობილი შოტლანდიელი ინფლუენსერი ბალიზე ავარიაში მოჰყვა და ახლა სიცოცხლისთვის იბრძვის. მარლონ მორისი სკუტერიდან გადმოვარდა მას შემდეგ, რაც მანქანა დაეჯახა, გადმოვარდნის შემდეგ კი სატვირთო მანქანამ დაარტყა.
33 წლის ქალს უკვე ჩაუტარდა არაერთი ოპერაცია, თუმცა მედიკოსების თქმით, მდგომარეობა კვლავ მძიმეა და ინფლუენსერს კიდევ რამდენიმე ოპერაცია სჭირდება.
მორისი კუნძულზე ექვსი თვის განმავლობაში ცხოვრობდა და მუშაობდა.
მისი ოჯახი ცდილობს, ის ბალიდან ავსტრალიაში გადაიყვანოს და მოლაპარაკებებს აწარმოებს გაერთიანებული სამეფოს საელჩოსთან, რათა იგი სამკურნალოდ პერტში გადაიყვანონ. აღსანიშნავია, რომ ინფლუენსერის სამკურნალოდ დიდი ოდენობის თანხა იყო საჭირო და ეს თანხა გამომწერებმა შეუგროვეს.
“მადლობა თითოეულ თქვენგანს, თქვენ რომ არა, დღეს პოზიტიური განწყობა არ გვექნებოდა, თქვენი მხარდაჭერა მთელ სამყაროდ გვიღირს”, – მიმართავს ინფლუენსერის ოჯახი საზოგადოებას.