დააკავეს ქალი, რომელმაც დედა მოკლა და მისი სხეულის ნაწილები ქვაბში მოხარშა

კენტუკში ქალმა დედა მოკლა, მისი ნაშთები დაანაწევრა და ქვაბში მოხარშა. 

როგორც უცხოური მედია წერს, პოლიციამ გარდაცვლილი ქალი 9 ოქტომბერს, საკუთარ სახლში იპოვა.

გარდაცვლილი ქალის შესახებ უწყებას მამაკაცმა შეატყობინა, რომელიც დედა-შვილის საკუთრებაში მუშაობდა. დაქირავებულმა მუშაკმა ცხედრის ნაწილი სახლის უკანა ეზოში იპოვა. 

კაცმა უთხრა დისპეტჩერებს, რომ მან ასევე აღმოაჩინა თმის გროვა, რომელიც, მისი აზრით, ეკუთვნოდა მსხვერპლს.

ამ ფაქტის შემდეგ, პოლიცია გარდაცვლილის შვილთან დაკავშირებას ცდილობდა, თუმცა იგი კონტაქტზე არ გამოდიოდა. ამიტომ, პოლიციამ ჩხრეკის ორდერი მოიპოვა და სახლში მივიდა. 

როდესაც გარდაცვლილის შვილი, ტორილენა, საბოლოოდ გამოვიდა სახლიდან, ის სისხლით იყო დაფარული. პოლიციამ ასევე აღმოაჩინა სისხლიანი ლეიბი ქალის ცხედრის გვერდით.

ლეიბი დაკეცილი იყო, მის შიგნით კი სხეულის დანაწევრებული ნაწილები იდო. 

სახლში შესვლის შემდეგ, პოლიციამ ასევე იპოვა სხეულის ნაწილები, რომლებიც, მათი აზრით, მოხარშული იყო ღუმელში. ქვაბში, რომელიც ჯერ კიდევ თბილი იყო.

პოლიციამ ქალი ადგილზე დააკავა.