რესტორანში სცენაზე დაკვრის დროს მუსიკოსი გარდაიცვალა – უცებ ცუდად გახდა და ექიმებმა მისვლაც ვერ მოასწრეს…

რესტორანში მოულოდნელად მუსიკოსი გარდაიცვალა. “ინფო რუსთავის” ცნობით, რუსთავში, მეგობრობის ქუჩაზე ერთ-ერთ რესტორანში მუსიკოსი, რომელიც სცენაზე უკრავდა, მოულოდნელად ცუდად გახდა და სასწრაფოს ექიმების მოსვლამდე გარდაიცვალა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

ინფო რუსთავი