კახეთში,გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.
ცენტრალურ მაგისტრალზე ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი 2 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი, რომელიც ავტომობილს მართავდა, სამი ადამიანი კი მძიმედ დაშავდა. გარდაცვლილი კოალიცია “ცვლილებებისთვის შტაბის წევრი ელენე მეგრელიშვილია, მძიმედ დაშავდა ელენს მეგობარი ანა ქართლელიშვილი.
- ელენე მეგრელიშვილის დედა, ნინო ერემაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“ჩემს ბრდღვიალა მზე გოგოს მე მივხედავ და ყველას გთხოვთ, ილოცეთ ანასთვის. ანა გადამირჩინეთ, დაეხმარეთ ელენეს მეგობრის გადარჩენაში, ნუ გაატანთ ამ ტკივილს თან…” – წერს ნინო ერემაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ, კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.
ცნობისთვის, ანა ქართლელიშვილს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა – მას დაზიანებები ღვიძლისა და თავის არეში ჰქონდა. ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა კრიტიკულია. წუხელ მისი თბილისის საავადმყოფოში გადმოყვანა იგეგმებოდა, თუმცა მედიკოსებმა ტრანსპორტირების რეკომენდაცია არ გასცეს. გუშინ გოგონას მეორე ოპერაცია ჩაუტარდა.