კრუნჩხვების დროს რამდენიმე ადამიანი მაკავებდა, გარდაცვლილ ნათესავს ვხედავდი…” – გიორგი ნაზღაიძე რთულ პერიოდსა და დაძლეულ დეპრესიაზე

ტელე-რა­დიო წამ­ყვა­ნი გი­ორ­გი ნა­ზღა­ი­ძე ცოტა ხნის წინ ექიმ გი­ორ­გი ღო­ღო­ბე­რი­ძის გა­და­ცე­მას სტუმ­რობ­და და სა­კუ­თარ გან­ვლილ არც ისე მარ­ტივ გზა­ზე ისა­უბ­რა. ილა­პა­რა­კა იმა­ზე, რო­გორ გა­ნი­კურ­ნა და­ა­ვა­დე­ბის­გან, რო­მელ­საც წლე­ბი ებ­რძო­და, რო­გორ დაძ­ლია დეპ­რე­სია, ადა­მი­ა­ნე­ბის და­ცინ­ვა, სხვა­დას­ხვა დროს მას­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თავ­დას­ხმე­ბიც გა­იხ­სე­ნა… ამ თე­მებ­ზე მას სხვა დროს თით­ქმის არც უსა­უბ­რია და სრუ­ლი­ად სხვა ამ­პლუ­ა­ში წარ­დგა სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე.

გი­ორ­გი ნა­ზღა­ი­ძეს ვთხო­ვეთ, ჩვენ­თვი­საც მო­ე­თხრო ის ამ­ბე­ბი, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა დროს მან გა­მო­ი­ა­რა…

– მქონ­და ნერ­ვუ­ლი გულყრა, რო­მე­ლიც შე­ძე­ნი­ლი იყო და მას წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვუმკლავ­დე­ბო­დი. მოკ­ლედ, ეს იყო ნერ­ვულ ფონ­ზე შე­ძე­ნი­ლი ეპი­ლეფ­სი­ის ერთ-ერთი ფორ­მა და ეს შე­ტე­ვა გარ­კვე­ულ ემო­ცი­ურ ფონ­ზე მე­მარ­თე­ბო­და. გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და გუ­ლის წას­ვლით, კრუნ­ჩხვე­ბით, სხვა გა­მოვ­ლი­ნე­ბა არ ჰქო­ნია. რომ მე­მარ­თე­ბო­და, რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი მა­კა­ვებ­და… იმ პე­რი­ოდ­ში ისე ხდე­ბო­და, რომ სხვა­გან გავ­დი­ო­დი და ვხე­დავ­დი ჩემს გარ­დაც­ვლილ ნა­თე­სავს, რო­მელ­თა­ნაც მქონ­და კო­მუ­ნი­კა­ცია… ეს ყვე­ლა­ფე­რი 10-11 წელი გა­მიგ­რძელ­და. ამის გამო ბევ­რი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი შე­ზღუდ­ვა მქონ­და… ყვე­ლა­ფე­რი კი 9-10 წლის ასაკ­ში და­ი­წყო… იმ პე­რი­ოდ­ში ჭავ­ჭა­ვა­ძე­ზე არ­სე­ბობ­და “ეპი­ლეფ­სი­ის ფა­რუ­ლი ცენ­ტრი”, სა­დაც სამ­კურ­ნა­ლოდ დავ­დი­ო­დი.

– იმ შე­ტე­ვას რა იწ­ვევ­და?

შე­იძ­ლე­ბა მა­გა­ლი­თად, ვინ­მეს­თან მე­ჩხუ­ბა, იმ ჩხუბ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ 2 დღის შემ­დეგ შე­ტე­ვა დამ­მარ­თო­და. ზედ­მე­ტად რომ დავ­ხარ­ჯავ­დი ემო­ცი­ას, იმას ორ­გა­ნიზ­მი ვერ იტან­და და შე­სა­ბა­მის რე­აქ­ცი­ას ისე გა­მო­ხა­ტავ­და. შე­ტე­ვა შე­იძ­ლე­ბა ყო­ველ დღეც ყო­ფი­ლი­ყო. ის და­მო­კი­დე­ბუ­ლი იყო იმა­ზე, რამ­დე­ნად ემო­ცი­უ­რი დღე იყო. შე­საძ­ლოა უშუ­ა­ლოდ ემო­ცი­ის გა­მო­ხატ­ვი­სა­საც მომ­ხდა­რი­ყო…

– მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რად მკურ­ნა­ლობ­დი?

– კი და ფსი­ქო­ლო­გებ­თა­ნაც ხან­გრძლი­ვი სა­უბ­რე­ბი მქონ­და. მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ემო­ცი­ე­ბი თვი­თონ უნდა მე­კონ­ტრო­ლე­ბი­ნა, თავი ხელ­ში ამეყ­ვა­ნა, მხო­ლოდ წა­მა­ლი პრობ­ლე­მას ვერ უშ­ვე­ლი­და. წამ­ლე­ბი კი ისე­თი იყო, რო­მე­ლიც ემო­ცი­ურ ფონს მი­თი­შავ­და…

– და ეს ყვე­ლა­ფე­რი, წლე­ბის შემ­დეგ, ერთ მშვე­ნი­ერ დღეს დას­რულ­და?

– კი. წამ­ლებ­მა და ფსი­ქო­ლო­გე­ბის კონ­სულ­ტა­ცი­ებ­მა გავ­ლე­ნა იქო­ნია. ამას­თან, გა­ვი­ზარ­დე, ემო­ცი­ე­ბის კონ­ტრო­ლი ასე თუ ისე და­ვი­წყე და ეტა­პობ­რი­ვად ყვე­ლა­ფე­რი შე­ჩერ­და.

– რამე ხომ არ და­გი­ტო­ვა?

შფოთვე­ბი და გარ­კვე­უ­ლი შიში იმის, რომ არ გან­მე­ო­რე­ბუ­ლი­ყო… მქონ­და შე­ზღუდ­ვე­ბი, რომ მარ­ტო სი­ა­რუ­ლი არ შე­მეძ­ლო. ერთხელ მახ­სოვს, მეტ­რო­ში და­მე­მარ­თა… იქ ერთი მო­ქაჩ­ვა მახ­სოვს, მერე აღა­რა­ფე­რი და თვა­ლი რომ გა­ვა­ხი­ლე, მეტ­როს სივ­რცე­ში, ბა­ქან­ზე ვი­წე­ქი, ხალ­ხი მყავ­და გარ­შე­მო შე­მოხ­ვე­უ­ლი. რო­გორც მათ მი­თხრეს, შე­ტე­ვა ბა­ქან­ზე მდგარს და­მე­წყო და ლი­ან­და­გებ­ში რომ არ გა­დავ­ვარ­დნი­ლი­ყა­ვი, ვი­ღაც უცხო პირ­მა გა­მომ­წია და მიშ­ვე­ლა. მა­შინ და­ახ­ლო­ე­ბით მე­ცხრეკ­ლა­სე­ლი ვი­ყა­ვი. მოკ­ლედ, მო­უ­ლოდ­ნე­ლად ხდე­ბო­და ხოლ­მე, – შე­იძ­ლე­ბა ვმდგა­რი­ყა­ვი, ვმჯდა­რი­ყა­ვი და უცებ გავ­თი­შუ­ლი­ყა­ვი…

იყო ასე­თი ფაქ­ტიც, რეს­ტო­რან­ში მიმ­ტა­ნად ვმუ­შა­ობ­დი და ერთხელ გა­მო­სას­ვლელ­ში და­მე­მარ­თა, რად­გან ერთ-ერ­თმა კლი­ენ­ტმა შე­უ­რა­ცხყო­ფა მო­მა­ყე­ნა იმი­ტომ, რომ დრო­ზე ვერ გა­მო­ვუც­ვა­ლე სა­ფერ­ფლე. იმ წუ­თას ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბა, სამ­სა­ხუ­რი არ მაძ­ლევ­და იმის უფ­ლე­ბას, რომ მის­თვის სა­კად­რი­სი პა­სუ­ხი გა­მე­ცა. კი­დევ ბევ­რი რა­ღა­ცის გა­მოც მო­ვით­მი­ნე. გა­მო­სას­ვლელ­ში გა­მო­ვე­დი, თავი ხელ­ში უნდა ამეყ­ვა­ნა და შე­ტე­ვა დამ­წყო. შემ­დეგ მაჩ­ვე­ნეს კა­მე­რის ჩა­ნა­წე­რე­ბი, მძი­მე სა­ნა­ხა­ვი იყო. ია­ტაკ­ზე უგო­ნოდ ვი­წე­ქი, გულყრა დამ­თავ­რე­ბუ­ლი იყო. იმ დროს იქ შე­მო­ვი­და ჩემი ერთი მე­გო­ბა­რი (მა­ნამ­დე მე­გო­ნა, რომ მე­გო­ბა­რი იყო) გა­და­მა­ბი­ჯა, სა­პირ­ფა­რე­შო­ში შე­ვი­და, გა­მო­ვი­და, მად­ლო­ბა, რომ მე­ო­რედ არ გა­და­მო­მა­ბი­ჯა და ქვე­მოთ ჩა­ვი­და.

მერე მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნალს, დი­რექ­ტორს უთხრა, რომ გი­ორ­გის აქვს ეს და­ა­ვა­დე­ბა და სამ­სა­ხუ­რი­დან გა­ვუშ­ვა­თო. დი­რექ­ტო­რი პი­რა­დად და­მე­ლა­პა­რა­კა, და­მამ­შვი­და, ფული მომ­ცა, წამ­ლებ­ში გა­მო­ი­ყე­ნეო და იმ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში დამ­ტო­ვა. ალ­ბათ ეს არის ის, რაც ადა­მი­ანს ძა­ლას გაძ­ლევს. გე­უბ­ნე­ბა, რომ ხელი კი არ უნდა ჩა­იქ­ნიო, პი­რი­ქით უნდა გაძ­ლი­ერ­დე. ასე­თი პი­როვ­ნე­ბე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბით არ გა­მიჩ­ნდა ზი­ზღი ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ. თუმ­ცა იმ პე­რი­ოდ­ში ზი­ზღის და უნ­დობ­ლო­ბის მო­მენ­ტი ბევ­რი იყო. იქი­დან ში­ნა­გა­ნად არა­ფე­რი დამ­რჩე­ნია, ალ­ბათ გა­და­ფა­სე­ბაც ეს არის.

– ე.ი. ხალ­ხის­გან სხვა დრო­საც გიგ­რძნია ის, რომ თავს გა­რი­დებ­დნენ?

კი, მაგ დროს ბევ­რი მე­გო­ბა­რი ისეთს არ მი­ღებ­და. ზოგს ჩემ­თან მე­გობ­რო­ბის რცხვე­ნო­და, ეში­ნო­და… ეს ყვე­ლა­ფე­რი კი ცხოვ­რე­ბი­სე­ულ სხვა­დას­ხვა პრობ­ლე­მას მიქ­მნი­და. იმე­დი მაქვს, რომ მას მერე სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში რა­ღა­ცე­ბი შე­იც­ვა­ლა და ასე აღარ იქ­ცე­ვი­ან. როცა ადა­მი­ანს დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა, გვერ­დით უნდა და­უდ­გე.

– მაგ დროს ვინ გედ­გა გვერ­დით?

– ჩემი ოჯა­ხი და რამ­დე­ნი­მე ჩემ­თვის ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნი. ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხვა ეტაპ­ზე ზურ­გი არა­ერ­თმა შე­მაქ­ცია…

– რო­გორც შე­ვი­ტყვეთ, ტვი­ნის შერ­ყე­ვაც ბევ­რჯერ გა­და­გი­ტა­ნია…

– და­ახ­ლო­ე­ბით 16-ჯერ. ბავ­შვო­ბა­ში მო­უს­ვე­ნა­რი, ცელ­ქი ბავ­შვი ვი­ყა­ვი, ხან სა­ი­დან­ღაც ვვარ­დე­ბო­დი, ხან სად ვე­ცე­მო­დი. სულ რა­ღაც მე­მარ­თე­ბო­და. ერთხელ რა­ღა­ცის­თვის დაგ­ვჭირ­და და დო­კუ­მენ­ტე­ბით და­დას­ტურ­და, რომ 16-ჯერ მქო­ნია ტვი­ნის შერ­ყე­ვა. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ თი­თო­ე­უ­ლი საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი იყო. ერთხელ ფეხ­ბურ­თის თა­მა­შის დროს ბურ­თი მომ­ხვდა, და­ვე­ცი და თავი ბორ­დი­ურს და­ვარ­ტყი. ყო­ველ ჯერ­ზე ამ ყვე­ლა­ფერს ახ­ლდა გუ­ლის­რე­ვა, თავ­ბრუს­ხვე­ვა, სახ­ლში წო­ლი­თი პე­რი­ო­დე­ბი და ა.შ.

– ამ­ბობ, რომ ერთხელ 4 პირი თავს და­გეს­ხა… რა მოხ­და?

– “ოც­ნე­ბის” მთავ­რო­ბა ახა­ლი მო­სუ­ლი იყო, მა­ღა­ზი­ი­დან გა­მოვ­დი­ო­დი და 4 პირი თავს და­მეს­ხა… მა­შინ მან­ქა­ნა­ში ბე­ის­ბო­ლის ბიტა მქონ­და და იმან მიშ­ვე­ლა. ამას იმას ვაბ­რა­ლებ, რომ მა­შინ სოცქსე­ლებ­ში ჩემს მწვა­ვე შე­ფა­სე­ბებს ვწერ­დი, რად­გან “ოც­ნე­ბის” მთავ­რო­ბა­ზე, ჩემი შე­ფა­სე­ბე­ბი მქონ­და… ყვე­ლა­ფე­რი მშვი­დო­ბი­ა­ნად დამ­თავ­რდა, მაგ­რამ ფაქ­ტი იყო, რომ ის 4 პირიცდი­ლობ­და ჩემ­თვის რა­ღაც და­ე­შა­ვე­ბი­ნა…

– წელს, ახა­ლი წლის დღე­ებ­შიც მოხ­და შენ­ზე თავ­დას­ხმა…

– ახალ­გაზ­რდა გოგო-ბი­ჭებს რომ იჭე­რენ და სა­სა­მარ­თლო­ებს უნიშ­ნა­ვენ, იმის გამო, რომ აქ­ცი­ებ­ზე იყ­ვნენ, დღემ­დე ჩემი სა­სა­მარ­თლო არ ჩა­ნიშ­ნუ­ლა. საქ­მი­დან ამო­ღე­ბუ­ლია ყვე­ლა­ნა­ი­რი მა­სა­ლა, ამოც­ნო­ბი­ლია პი­რე­ბი, სა­ხე­ე­ბი, ხე­ლიც და­დე­ბუ­ლია, სა­სა­მარ­თლოს გა­და­ცე­მუ­ლია, მაგ­რამ არ ჩქა­რო­ბენ. ის კად­რე­ბიც კი არის ამო­ღე­ბუ­ლი, სა­დაც ის პი­რე­ბი და­ნე­ბით არი­ან შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლე­ბი…

– რე­ა­ლუ­რად რა მოხ­და?

– ახა­ლი წლის დღე­ე­ბი იყო, მე და ჩემი მე­გობ­რე­ბი რეს­ტო­რან­ში ვის­ხე­დით. მან­ქა­ნა ქვე­მოთ, ორ­ბე­ლი­ან­ზე გვყავ­და გა­ჩე­რე­ბუ­ლი. რომ ჩა­ვე­დით, იქ რამ­დე­ნი­მე დაჯ­გუ­ფე­ბა დაგ­ხვდა, ვი­ღაც ქალს მან­ქა­ნა გა­უ­ტე­ხეს, იმ ქალ­ბა­ტონს ვეხ­მა­რე­ბო­დით, ინ­გლი­სუ­რად ვუხ­სნი­დით – ამას ეს პა­ტა­რა ბავ­შვე­ბი აკე­თე­ბენ, პო­ლი­ცია გა­მო­ი­ძა­ხეთ-თქო. ალ­ბათ ეს მო­ის­მი­ნეს, რა­მაც მათი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია და იყო შე­მო­ძა­ხი­ლე­ბი, რა­საც მერე მოჰ­ყვა ის ამ­ბე­ბი… ჩემი და­კი­თხვის არა­ერ­თი სე­რია იყო, არა­ერ­თი გა­მო­ძი­ე­ბა… მაგ პე­რი­ოდ­ში “რუს­თა­ვი 2”-ზე ვმუ­შა­ობ­დი და არ­ხმა ყვე­ლა­ნა­ი­რი გზით სცა­და, ეს ამ­ბა­ვი მი­ეჩ­ქმა­ლა, ფაქ­ტი ზე­და­პი­რუ­ლად გა­შუქ­და. არ მაძ­ლევ­დნენ უფ­ლე­ბას, რომ სხვა ტე­ლე­ვი­ზი­ის­თვის მი­მე­ცა ექ­სკლუ­ზი­ვი…

– რე­ა­ლუ­რად იმ თავ­დას­ხმი­სას რამ გა­და­გარ­ჩი­ნა?

2-მა გო­გო­ნამ, რომ­ლე­ბიც იქ იყ­ვნენ. ისი­ნი ყვე­ლა­ნა­ი­რი გზით შე­ე­ცად­ნენ, თა­ვი­სი ავ­ტო­მო­ბი­ლით გა­და­ვერ­ჩი­ნეთ, მან­ქა­ნა კი და­უ­ზი­ან­დათ, მაგ­რამ გვიშ­ვე­ლეს. ასე­ვე და­მეხ­მა­რა იმის თქმა, რომ 112-ში დავ­რე­კავ­დი და ისი­ნი ნა­ხავ­დნენ, რა მო­უ­ვი­დო­დათ. უკან იხევ­დნენ, მაგ­რამ ეს ის არ იყო, რომ გარ­ბოდ­ნენ. ჩემს ორ მე­გო­ბარს დანა ისე მო­უქ­ნი­ეს, მე­გო­ნა, მოკ­ლავ­დნენ. ვი­დე­ო­კად­რე­ბი ბევრ ინ­ფორ­მა­ცი­ას ინა­ხავს და ბევ­რი მოწ­მე­ცაა.

– გი­ორ­გი, არა­ერ­თი რამ გაქვს გა­და­ტა­ნი­ლი და ცხოვ­რე­ბის რო­მე­ლი­მე ეტაპ­ზე დეპ­რე­სია ხომ არ გქო­ნია?

– მქონ­და… როცა 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ისე­თი შე­ტე­ვა გე­მარ­თე­ბა, რა­ზეც ვი­ლა­პა­რა­კე, დეპ­რე­სი­ას ვერ გა­ვექ­ცე­ო­დი. ამას­თან, ადა­მი­ა­ნე­ბი ზურგს რომ შე­გაქ­ცე­ვენ იმის გამო, რომ ჯან­მრთე­ლო­ბის რა­ღაც დრო­ე­ბი­თი პრობ­ლე­მა გაქვს, შენი ოჯა­ხი ამას გა­ნიც­დის და ყვე­ლა­ფერს აკე­თებს, რომ იმ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მო­გიყ­ვა­ნოს. ეს შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი რამ, რის გა­მოც შე­იძ­ლე­ბა ჩა­ვარ­დნი­ლი­ყა­ვი არა მარ­ტო დეპ­რე­სი­ა­ში, არა­მედ სა­ერ­თოდ სახ­ლი­დან არა­სო­დეს აღარ გა­მო­სუ­ლი­ყა­ვი. ხელი ჩა­მექ­ნია. ამი­ტომ, ვი­საც დღეს რა­ღაც პრობ­ლე­მა აქვს, უჭირს, ზურგს აქ­ცე­ვენ, დას­ცი­ნი­ან…

მინ­და, მათ მა­გა­ლი­თი მივ­ცე, რომ არა­სო­დეს არაფ­რის და არა­ვის გამო ხელი არ ჩა­იქ­ნი­ონ. სა­ნამ ცო­ცხა­ლი ხარ, ყო­ველ­თვის არის რა­ღაც გა­მო­სა­ვა­ლი და შვე­ლა შე­საძ­ლე­ბე­ლია… მაგ­რამ შვე­ლა არის ისევ შენს თავ­ში. ამის ცო­ცხა­ლი მა­გა­ლი­თი ვარ. ადა­მი­ა­ნებს დეპ­რე­სი­ის მი­ზე­ზი ყო­ველ­თვის გვაქვს, რო­დე­საც რა­ღა­ცა­ში არ გვი­მარ­თლებს, სამ­სა­ხუ­რებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში თუ პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბა­ში პრობ­ლე­მე­ბია, მაგ­რამ ყო­ველ­თვის უნდა ვი­ცო­დეთ, რომ ხვალ ახა­ლი დღე თენ­დე­ბა და ყო­ველ დღეს აქვს ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა. მა­ინც მგო­ნია, რომ უფა­ლი არ მო­გი­ტანს იმ­ხე­ლა გან­საც­დელს, რო­მელ­საც ვერ გა­და­ლა­ხავ. ეს თვი­თონ უნდა და­ი­ჯე­რო და ირ­წმუ­ნო.

– ადრე გა­და­ცე­მებ­ში, სა­ტე­ლე­ვი­ზიო შო­უ­ებ­ში ძა­ლი­ან ცხა­რე იყა­ვი, გა­მო­ირ­ჩე­ო­დი მწვა­ვე გა­მოს­ვლე­ბით… იმ ყვე­ლა­ფერს ხომ არ ნა­ნობ?

– კი, ადრე უფრო პირ­და­პი­რი ვი­ყა­ვი და ყვე­ლა გა­და­ცე­მა­ში ვა­ფიქ­სი­რებ­დი ჩემს პო­ზი­ცი­ას ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის მი­მართ. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში რა­საც მივ­ხვდი და რა­მაც შემ­ცვა­ლა ისაა, რომ მივხდი იმას, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი რა ჩემი საქ­მეა?! ვინ მე­კი­თხე­ბა, რომ ვი­ღა­ცის შემ­ფა­სებ­ლად თუ მას­წავ­ლებ­ლად გა­მოვ­დი­ვარ, ან ვი­ღა­ცას ვაკ­რი­ტი­კებ?! რაც რა­დი­კა­ლუ­რად ჩემ­ში შე­იც­ვა­ლა, ესაა…ეს არის ჩემი ცხოვ­რე­ბის დიდი სი­ნა­ნუ­ლი და ახლა ამას ეტა­პობ­რი­ვად ვას­წო­რებ. იმ პე­რი­ოდ­ში, როცა ამას ვა­კე­თებ­დი, ყო­ფი­ლა მუ­ქა­რა ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან, მათი მე­გობ­რე­ბის­გან, მაგ­რამ სე­რი­ო­ზულ გარ­თუ­ლე­ბამ­დე არას­დროს მი­სუ­ლა. ბო­ლოს რა­ღაც მო­მენ­ტში მივ­ხვდი, რომ უნდა გავ­ჩერ­დე. მხო­ლოდ ჩემი საქ­მე ვა­კე­თო. მოკ­ლედ, ბევ­რი რამ იყო და იმ ბევ­რი­დან ბევ­რი არას­წო­რი. პირ­ველ რიგ­ში ალ­ბათ ჩემს თავს ვავ­ნებ­დი იმ ყვე­ლაფ­რით. არა­და, რე­ა­ლუ­რად არ ვი­ყა­ვი არც ცუდი და ბო­რო­ტი… ორ ათწლე­ულ­ზე მე­ტია, ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ვარ. აქამ­დე ჩე­მით მო­ვე­დი. სწო­რი იყო, თუ არას­წო­რი, ეს ჩემი გან­ვლი­ლი გზაა… მოკ­ლედ, მა­ში­ნაც კი, როცა არ გყავს გავ­ლე­ნი­ა­ნი ნა­თე­სა­ვი, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, საყ­ვა­რე­ლი, მე­უღ­ლე, შე­გიძ­ლია რა­ღა­ცას მი­აღ­წიო. ეს რთუ­ლია, მაგ­რამ შე­საძ­ლე­ბე­ლია.