ბიზნესმენ, ლევან პირველის და, ლიკა პირველი დაიღუპა. მან ძმას ღვიძლი გადაუნერგა, ოპერაციიდან მეორე დღეს, თრომბი განუვითარდა და მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
ამ ამბავს, მომღერალ გიორგი მახარაშვილის მეუღლე, ლეკა მიქაძე ეხმაურება, რომელიც წერს, რომ ძალიან ცუდია, როდესაც დონორებს სრულ ინფორმაციას არ აწვდიან, მოსალოდნელი სირთულეების შესახებ.
„ძალიან ცუდია, რომ დონორებს არ უხსნიან, იმ სირთულეს რაც ამ გადანერგვას მოჰყვება. ჩვენც გვითხრეს, 2 საათიანი ოპერაციაა და 1 თვეში მუშაობას შეძლებსო… 13 საათიანი იყო და დღემდე გადასხმებზეა წელიწადზე მეტია უკვე გასული“,- დაწერა ლეკამ.
„პრაიმტაიმი“ მომღერლის მეუღლეს პირადად დაუკავშირდა და გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჰკითხა, რომელმაც, დაახლოებით წელიწადის წინ, მუსიკოს დათო ევგენიძეს ღვიძლი გადაუნერგა. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.
„ძალიან სუსტად არის, გადასხმების კურსზეა ძირითადად“,- გვითხრა ლეკამ