საფუვრიანი ფუნჩულები მოხარშული კრემით: რეცეპტი ღუმელის გარეშე

ბევრ დიასახლისს ფუნჩულების საკუთარი საფირმო რეცეპტი აქვს. ზოგი ღუმელში აცხობს, სხვები ტაფაზე წვავენ. ზოგი ასეთ ცომეულს შიგთავსის გარეშე ამზადებს, სხვები ექსპერიმენტებს ატარებენ, ხან ჯემს, ხან შოკოლადს და ხანაც შესქელებულ რძეს უმატებენ. დღეს Gastronomia.ge–ს რედაქცია გთავაზობთ კლასიკურ რეცეპტს ფრიტიურში. ოქროსფერი საფუვრიანი ფუნჩულები მოხარშული კრემით იდეალურია.

ასეთი ფუნჩულები შიგთავსის გარეშეც კარგია, მაგრამ მოხარშული კრემით საოცარი ტკბილეული ხდება, რომელსაც ვერ მოწყდებით. ფრთხილად იყავით, რადგან ერთ დაჯდომაზე ათი ფუნჩულა შეიძლება შემოგეჭამოთ.

როგორ მოვამზადოთ საფუვრიანი ფუნჩულები მოხარშული კრემით

კრემის მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ვანილი ან მისი ექსტრაქტი.

ინგრედიენტები:

  • 500 გ ხორბლის ფქვილი
  • 2 კვერცხი
  • 10 გ ვანილის შაქარი
  • 90 გ კარაქი
  • 10 გ საფუარი
  • 20 სიმინდის სახამებელი
  • 500 მლ რძე
  • 2 კვერცხის გული
  • 80 გ შაქარი
  • 50 გ ნაღები
  • მწიკვი მარილი

მომზადების წესი:

1. ხორბლის ფქვილი და მშრალი საფუარი აურიეთ. მარილი, 50 გ შაქარი და 5 გ ვანილი დაუმატეთ. 2 კვერცხი ათქვიფეთ და კარგად აურიეთ.

2. 250 მლ რძე და 60 გ რბილი კარაქი დაუმატეთ. ერთიანი მასა მოზილეთ. პარკი დააფარეთ და ოთახის ტემპერატურაზე 1 საათით გააჩერეთ.

3. კრემი მოამზადეთ. კვერცხის გული და დარჩენილი შაქარი და სიმინდის სახამებელი ათქვიფეთ. კარგად აურიეთ.

4. ღრმა ქვაბში 250 მლ რძე (არა ცხელი) შეათბეთ. ცოტა რძე კვერცხის გულების ნარევს დაუმატეთ და აურიეთ, შემდეგ მიღებულ მასას რძე დაუმატეთ.

5. ცეცხლზე დადგით. 5 გ ვანილი დაუმატეთ და სათქვეფით აურიეთ. 30 გ რბილი კარაქი დაუმატეთ. გასქელებამდე ხარშეთ, სათქვეფით აურიეთ. კრემი თასში გადაიტანეთ, პარკი დააფარეთ და გააგრილეთ.

6. მაგიდას და ცომს ფქვილი მოაყარეთ. გააბრტყელეთ. ჭიქით მრგვალი ფორმები გამოჭერით. 15-20 წუთით სითბოში გააჩერეთ.

7. მზესუმზირის ზეთი ღრმა ტაფაში გააცხელეთ. ფუნჩულები ოქროსფერ შეფერილობამდე ყველა მხრიდან შეწვით. ქაღალდზე გადაიტანეთ, რომ ზედმეტი ცხიმი მოშორდეს.

8. ნაღები (33-35%) მყარი პიკის მიღებამდე ათქვიფეთ. ცივ კრემს დაუმატეთ და კარგად აურიეთ, რომ ერთიანი მასა მიიღოთ.

9. მოხარშული კრემით საკონდიტრო ტომარა გაავსეთ და შემდეგ ცივი ფუნჩულები გაავსეთ.

მზა ფუნჩულებს შაქრის ფხვნილი მოაყარეთ. ახლობლები დაპატიჟეთ ან ფუნჩულები სტუმრად წაიღეთ. მენდეთ, ასეთი საჩუქარი ახლობლებს ნაყიდ დესერტზე მეტად გაახარებს.