- ხბოს გულ-ღვიძლი
- მწვანე ბულგარული წიწაკა – 1 ცალი
- წითელი ბულგარული წიწაკა – 1 ცალი
- ხახვი – 7 თავი
- ტომატ-პასტა – 1 ქილა
- ხმელი რეჰანი
- დაფნის სუნელი
- ქონდარი
- დაღერღილი წიწაკა
- ნიორი
- ქინძი
- მარილი
- მომზადების წესი
- ავიღე ხბოს გულ-ღვიძლი, მთლიანი კომპლექტი, დავჭერი სასურველ ნაჭრებად და ჩავადგი მოსახარშად. ერთი წამოდუღდა და გადავღვარე ნახარში. თან ხორციც გავრეცხეთ თბილ წყალში. ამასობაში დავჭერით წმინდად თითო-თითო თავი ბულგარული მწვანე და წითელი. ხახვი უხდება და ესე 6-7 მოზრდილი თავი გავუკეთედა მოვთუშე 10-15 წუთი დაბალ ცეცხლზე ხბოს ქონში. შემდგომ დავამატე ხორცი სახლის ტომატი ერთი ქილა, რეჰანი ხმელი, დაფნის სუნელი, ქონდარი, დაღერღილი წიწაკა, ნიორი, ქინძი, მარილი 20-25 წუთში და მზადაა.