რატომ გვინდება შოპინგის დროს ხშირად ტუალეტში – მიზეზი ამოხსნეს

გასტროენტეროლოგმა საურაბ სეთიმ იპოვა ახსნა, თუ რატომ გვიჩნდება მაინცდამაინც შოპინგის დროს ტუალეტში სასწრაფოდ წასვლის სურვილი. გასტროენტოროლოგის ამ მოსაზრებით The Sun-ი დაინტერესდა.

ექიმმა თქვა, რომ მისი ბევრი პაციენტი შოპინგის დროს დეფეკაციის საჭიროებას გრძნობს. მისი თქმით, ეს მდგომარეობა პირველად იაპონიაში 1985 წელს აღწერეს და მას მარიკო აოკის ფენომენი უწოდეს. აოკი არის ქალი, რომელმაც აღიარა, რომ წიგნების მაღაზიაში ყოველი შესვლისას სურდა ტუალეტში შესვლა. ”ჩემი ბევრი პაციენტი ასე გრძნობდა თავს”, – თქვა სეტიმ.

გასტროენტეროლოგმა აღნიშნა, რომ წიგნის მაღაზიების შემთხვევაში ნაწლავის მოძრაობის გამომწვევი შეიძლება იყოს სპეციალური სუნი – წიგნი ან ყავა, რომელიც ასტიმულირებს ნაწლავის მუშაობას. გარდა ამისა, მან დასძინა, რომ შოპინგითა და ფულის დახარჯვით გამოწვეული შფოთვამ შეიძლება ასევე იმოქმედოს დეფეკაციის სურვილზე.