ორი ახალგაზრდა ბინაში გარდაცვლილი იპოვეს! – ვინ აღმოჩნდნენ დაღუპულები და რას წერენ მათზე ახლობლები?

„ინფო ბაღდათი“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

„გარდაიცვალა ორი ბაღდათელი ახალგაზრდა, ოთარ მაღლაკელიძე და გია ყიფიანი, ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს და ახლობლებს…“ – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც მათი ახლობლები ამბობენ, ბიჭები ბინაში გარდაცვლილები იპოვეს.

„გია ჩემი მოსწავლე იყო, მშვიდი, თავდაჭერილი, ზრდილობიანი. ძალიან მტკივა და უზომოდ ვწუხვარ. როგორ მენანება ასეთი ახალგაზრდა…“ – წერს ერთ-ერთი გარდაცვლილის მასწავლებელი.