არსებული ინფორმაციით, ბათუმის ბოტანიკური ბაღის თანამშრომელმა ტურისტი, სავარაუდოდ, გააუპატიურა | დაწყებულია გამოძიება

AJARSTIMES.GE-ის ინფორმაციით, ბათუმის ბოტანიკური ბაღის თანამშრომელმა ბელარუსი ტურისტი, სავარაუდოდ, გააუპატიურა. გამოცემა წერს, რომ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით დაიწყო. მათივე ცნობით, ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

გამოცემა წერს, რომ შემთხვევა ზღვისპირა პარკის ტერიტორიაზე მოხდა.

მათივე ცნობით, ბრადებული ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ერთ-ერთი სამსახურის ხელმძღვანელია.

დამატებითი დეტალები უცნობია.