საქველმოქმედო პროექტების ავტორი, ბლოგერი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:
„საშინელი ამბავი მაქვს .. ქუჩიდან წაყვანილი ნანა ბებო დილას, თავშესაფარში გარდაიცვალა. დილასვე გადმოვასვენეთ სარიტუალო დარბაზში და აქ ვყავართ. ყველასგან მიტოვებული და უარყოფილი.
ალბათ გული იმიტომ არ მისკდება, რომ სხვებსაც ვჭირდები ჯერ. ეს ქალი ჩემი გული იყო მართლა, სიყვარულით და სიკეთით სავსე.
სამი დღე ვიქნებით აქ და დღის და ღამის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოსვლა, ვისაც მოგინდებათ. მახათას აღმართი #55
ნანა ჟღენტი.
შაბათს დავკრძალავთ და მომეხმარეთ რა, ისე უნდა გავაცილო, როგორც ეკადრებოდა – წერს აკა სინჯიკაშვილი.