ტეილორ სვიფტის კონცერტზე 19 წლის ბიჭი თავის აფეთქებას გეგმავდა – “თაყვანისმცემლებისთვის კონცერტების გაუქმება დიდი იმედგაცრუებაა, თუმცა…”

ტეილორ სვიფტის კონცერტზე 19 წლის ბიჭი თავის აფეთქებას გეგმავდა – “თაყვანისმცემლებისთვის კონცერტების გაუქმება დიდი იმედგაცრუებაა, თუმცა

ე­ნა­ში, ტე­რო­რის­ტუ­ლი საფრ­თხის გამო ტე­ი­ლორ სვიფ­ტის კონ­ცერ­ტი გა­და­ი­დო. სვიფ­ტი ხუთ­შა­ბათს, პა­რას­კევს და შა­ბათს ერნსტ ჰა­პე­ლის სტა­დი­ონ­ზე უნდა გა­მო­სუ­ლი­ყო. შოუს ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა, კომ­პა­ნია Barracuda Music-მა, 7 აგ­ვის­ტოს გვი­ან სა­ღა­მოს გა­მო­ა­ცხა­და, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ სტა­დი­ონ “ერნსტ ჰა­პელ­ზე” ტე­რაქ­ტი იგეგ­მე­ბო­და.

  • საქ­მე­ზე პო­ლი­ცი­ამ სამი მო­ზარ­დი და­ა­კა­ვა – გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ისი­ნი კონ­ცერ­ტის დროს ტე­რაქ­ტის მო­წყო­ბას გეგ­მავ­დნენ. ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლებს კავ­ში­რი ჰქონ­დათ ე.წ ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფოს­თან.

გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს ქი­მი­კა­ტე­ბის, ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის და დე­ტო­ნა­ტო­რე­ბის მა­რა­გი მთა­ვა­რი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლის, 19 წლის მა­მა­კა­ცის სახ­ლში. ად­გი­ლობ­რი­ვი სა­დაზ­ვერ­ვო სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლის, ომარ ჰა­ი­ჯა­ვი-პირჩნე­რის თქმით. იგი “ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლას” თა­ვის აფეთ­ქე­ბას გეგ­მავ­და.

საქმეზე და­ა­კა­ვეს კი­დევ ორი ​​ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი, 17 და 15 წლის. სა­მი­ვე და­კა­ვე­ბუ­ლი სა­მი­ვე ავ­სტრი­ა­შია და­ბა­დე­ბუ­ლი, თუმ­ცა თურ­ქუ­ლი, ჩრდი­ლო­ეთ მა­კე­დო­ნი­უ­რი და ხორ­ვა­ტი­უ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის არი­ან.

ავ­სტრი­ის ფე­დე­რა­ლურ­მა კან­ცლერ­მა კარლ ნე­ჰა­მერ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ტრა­გე­დია თა­ვი­დან აი­ცი­ლეს ავ­სტრი­ის პო­ლი­ცი­ის და უცხო­ე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის ინ­ტენ­სი­უ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის და საფრ­თხის ად­რე­ულ ეტაპ­ზე აღ­მო­ჩე­ნის შე­დე­გად. გვი­ან ღა­მით ნე­ჰა­მერ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ X-ში და­წე­რა, რომ ტე­ი­ლორ სვიფ­ტის თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის­თვის კონ­ცერ­ტე­ბის გა­უქ­მე­ბა დიდი იმედ­გაც­რუ­ე­ბაა, თუმ­ცა აშ­კა­რად და­გეგ­მი­ლი ტე­რაქ­ტის გამო სი­ტუ­ა­ცია ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი იყო.