„თუ რამე ცუდი მელის, ჩემი ძმა მესიზმრება, თითქოს მაფრთხილებს“ – ელენე ფოჩხუა

მომღერალი ელენე ფოჩხუა ჟურნალ „სარკესთან“ გარდაცვლილ ძმაზე, გიორგი ფოჩხუაზე საუბრობს.

გთავაზობთ მოკლე ამონარიდს ინტერვიუდან:

„მე-13 წელი დაიწყო. დრო არაფერს ცვლის, უბრალოდ ეჩვევი ამ ტკივილს. რაც გინდა, ის ქენი, გინდა, თავი მოიკალი, რა აზრი აქვს მისთვის, ვერაფერს ვუშველით.

სიზმარში ვნახულობ ხოლმე. თუ რამე უსიამოვნო მომელის ან ცუდად უნდა გავხდე, ამით თითქოს მანიშნებს თუ მაფრთხილებს. რაღაც რომ მოხდება ცუდი, მერე ჩავუღრმავდები და მახსენდება სიზმარი. არა მარტო გიორგი, დეიდაშვილის ქმარი მყავს გარდაცვლილი და ის თუ მესიზმრა, დეიდაშვილზე ან მის შვილებზე რაღაც უსიამოვნო ამბავი უნდა გავიგო“.