ჰოლივუდის ვარსკვლავის დაუჯერებელი ცვლილება და ტრაგიკული ცხოვრება – როგორ გამოიყურება ულამაზესი ამანდა ბაინსი დღეს: “ის ქუჩაში შიშველი ნახეს და…” (ფოტოები)

ამანდა ბა­ინ­სი 2000-იან წლებ­ში ჰო­ლი­ვუდ­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ გო­გო­ნად ით­ვლე­ბო­და. Nickelodeon-ის ვარ­სკვლავს მი­ლი­ო­ნო­ბით თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი ჰყავ­და, თუმ­ცა მისი წარ­მა­ტე­ბა ხან­მოკ­ლე, ცხოვ­რე­ბა კი ტრა­გი­კუ­ლი აღ­მოჩ­ნდა.

  • რა და­ე­მარ­თა ბა­ინსს და რო­გორ ცხოვ­რობს ახლა? – მე­დი­ა­ში გო­გო­ნას შე­სა­ხებ სკან­და­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი ხში­რად ვრცელ­დე­ბა.

ამან­და ბა­ინ­სი ცნო­ბი­ლი 2005 წელს გახ­და კო­მე­დი­ის She’s the Man-ის წყა­ლო­ბით, სა­დაც მან მთა­ვა­რი როლი შე­ას­რუ­ლა.

ფილმი ბესტსე­ლე­რად იქცა და მა­ყუ­რე­ბელს სწრა­ფად შე­უყ­ვარ­და გო­გო­ნა მისი ქა­რიზ­მის, კო­მე­დი­უ­რი ნი­ჭის და მიმ­ზიდ­ვე­ლი გა­რეგ­ნო­ბის გამო.

მალე თავს უზარ­მა­ზა­რი პო­პუ­ლა­რო­ბა და­ა­ტყდა, უამ­რა­ვი კონ­ტრაქ­ტი, შე­მო­სა­ვა­ლი და სრუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა. ამ ყვე­ლა­ფერ­მა 18 წლის გო­გო­ნა რთუ­ლი გა­მოც­დის წი­ნა­შე და­ა­ყე­ნა, რა­მაც სა­ბო­ლო­ოდ იძუ­ლე­ბუ­ლი გა­ხა­და სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა და­ეს­რუ­ლე­ბი­ნა.

  • ეკ­რა­ნი­დან გამ­ქრა­ლი ამან­დას შე­სა­ხებ პე­რი­ო­დუ­ლად სა­ში­ნე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი ვრცელ­დე­ბო­და. ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მას სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და ალ­კოჰოლ­თან, და­ა­ვა­დე­ბუ­ლი იყო ფსი­ქი­კუ­რად.

ბა­ინსს სიმ­თვრა­ლის გამო, რამ­დენ­ჯერ­მე ავა­რია მო­უ­ვი­და, ამის გამო, მარ­თვის მოწ­მო­ბა ჩა­მო­არ­თვეს და სამ­წლი­ა­ნი პი­რო­ბი­თი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს.

გოგონამ ასე­ვე არა­ე­თი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ა­კე­თა ცნო­ბილ ვარ­სკვლა­ვებ­ზე და პო­ლი­ტი­კო­სებ­ზე, მისი მსხვერ­პლე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ: რი­ა­ნა, დრე­ი­კი, ბა­რაკ ობა­მა და მისი მე­უღ­ლე მი­შე­ლი.

2014 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე ამან­და ბა­ინსმა მკურ­ნა­ლო­ბა და­ი­წყო ფსი­ქი­ატ­რი­ულ კლი­ნი­კა­ში, სა­დაც ბი­პო­ლა­რუ­ლი აშ­ლი­ლო­ბის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს, იძუ­ლე­ბით გა­და­იყ­ვა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბავ­შვო­ბა­ში ამან­და ბა­ინსს მო­უ­წია სკან­და­ლურ პრო­დი­უ­სერ დენ შნა­ი­დერ­თან მუ­შა­ო­ბა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მსა­ხი­ობ­მა სხვა კო­ლე­გებ­თან ერ­თად გა­ნა­ცხა­და, რომ გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე ტოქ­სი­კუ­რი და შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი ატ­მოს­ფე­რო სუ­ფევ­და.

2010 წელს ბა­ინსმა შოკ­ში ჩა­აგ­დო სა­ზო­გა­დო­ე­ბა თა­ვი­სი აღი­ა­რე­ბით. მსა­ხი­ობ­მა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის დროს Twitter-ის სა­ი­დუმ­ლო ან­გა­რი­ში გახ­სნა ფსევ­დო­ნი­მით ეშლი ბენ­ქსი. ამან­დამ ყალბ პრო­ფილ­ზე პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც მან მი­ა­ნიშ­ნა, რომ 13 წლის ასაკ­ში გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი გახ­და, რის შე­დე­გა­დაც აბორ­ტი გა­ი­კე­თა

მომხმარებლები ვა­რა­უ­დობ­დნენ, რომ ბა­ინ­სი პრო­დი­უ­სერ დენ შნა­ი­დერს გუ­ლის­ხმობ­და, რო­მე­ლიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით სექ­სუ­ა­ლუ­რი სკან­და­ლე­ბის ეპი­ცენ­ტრში აღ­მოჩ­ნდა. მსა­ხი­ო­ბი ზუს­ტად 13 წლის იყო, როცა შნა­ი­დერ­თან და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა.

2020 წელს ვარ­სკვლავ­მა გა­მო­ა­ცხა­და, რომ შე­წყვი­ტა არა­ლე­გა­ლუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის მოხ­მა­რე­ბა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აიღო სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბა­ზე.

ის ასე­ვე გეგ­მავ­და სა­კუ­თა­რი ტან­საც­მლის ხა­ზის გა­მოშ­ვე­ბას და სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბას მო­დის ინ­სტი­ტუ­ტში, რო­მე­ლიც შფოთვის გამო, იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და მი­ე­ტო­ვე­ბი­ნა.

2021 წელს მსა­ხი­ო­ბი კვლავ შე­ეხ­მი­ა­ნა თა­ვის გა­მომ­წე­რებს და გა­მო­ა­ცხა­და, რომ თა­ვის შეყ­ვა­რე­ბულ პოლ მა­იკლზე და­ი­ნიშ­ნა, რო­მე­ლიც ანო­ნი­მუ­რი ალ­კოჰო­ლი­კე­ბის შეხ­ვედ­რა­ზე გა­იც­ნო. თაყვანისმცემლები ამან­დას შეც­ვლილ­მა იმი­ჯ­მა შოკ­ში ჩა­აგ­დო: ერთ დროს ულა­მა­ზე­სი ამან­და, მათ სა­ხე­ზე ტა­ტუ­თი, შე­სამ­ჩნე­ვად მო­მა­ტე­ბუ­ლი წო­ნით და უც­ნა­უ­რი ვარ­ცხნი­ლო­ბით გა­მო­ე­ცხა­და. ამან­დამ ასე­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ ორ­სუ­ლად იყო.

გულ­შე­მატ­კივ­რებ­მა მა­ინც გა­ი­ხა­რეს, რომ მისი ცხოვ­რე­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­და, მაგ­რამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, რომ ორ­სუ­ლო­ბა ფიქ­ტი­უ­რი იყო და ფსი­ქი­კურ ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი არ­სად გამ­ქრა­ლა.

2023 წელს 2000-იანი წლე­ბის ვარ­სკვლავ­მა გა­ა­უქ­მა ნიშ­ნო­ბა საყ­ვა­რელ მა­მა­კაც­თან, რო­მელ­საც მა­ნამ­დე თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის სიყ­ვა­რულს უწო­დებ­და.

იმა­ვე წლის ივ­ნის­ში ბა­ინ­სი კვლავ პო­ლი­ცი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცა, რო­დე­საც ლოს-ან­ჯე­ლეს­ში, ქუ­ჩა­ში შიშ­ვე­ლი იპო­ვეს.

იგი პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის ექ­სპერ­ტმა მისი მდგო­მა­რე­ო­ბა შე­ა­ფა­სა და გა­და­წყვი­ტა, რომ ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო.

დრო გვიჩ­ვე­ნებს, შეძ­ლებს თუ არა ამან­და და­უბ­რუნ­დეს ნორ­მა­ლურ ცხოვ­რე­ბას. მისი თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი მო­უთ­მენ­ლად ელი­ან კარგ ამ­ბებს გო­გო­ნას­გან და ეკ­რან­ზე მის დაბ­რუ­ნე­ბას.