აჯიკა ჭარხლითა და სტაფილოთი – შეგიძლიათ მიირთვათ მარტო პურთანაც კი

ინგრედიენტები

  • მარილი – გემოვნებით
  • ცერეცო – 1.00 კონა
  • ქინძი – 1.00 კონა
  • უცხო სუნელი – 1.00 ჭიქა
  • ხმელი ქინძი – 1.00 ჭიქა
  • ტომატის პასტა – 800.00 გრ
  • ზეთი – 1.00 ლ
  • ნიორი – 500.00 გრ
  • წითელი ცხარე წიწაკა გემოვნებით
  • წითელი ბულგარული წიწაკა – 5.00 კგ
  • ხახვი – 2.00 კგ
  • ჭარხალი – 1.00 კგ
  • სტაფილო – 2.00 კგ

მომზადების წესი

გარეცხეთ და გაასუფთავეთჭარხალი, სტაფილო, ბულგარული დაცხარე წიწაკები, ნიორი და მწვანილები. გაატარეთ ხორცსაკეპმანქანაში.

ქვაბში ზეთი გააჩხელეთ, დაუმატეთ გატარებული ხახვი, შემდეგ ბოსტნეული და ადუღეთ.დაუმატეთ ტომატის პასტა.

შემდეგ ჩააყარეთ სუნელები, მწვანილები და მარილი.

ადუღეთ, სანამ წვენს კარგად არ დაიშრობს (თხელი წვენი არ უნდა ჰქონდეს). ცხელივე გადიტანეთ გასტერილებულ ქილებში ისე, რომ თავზე მოექცეს ზეთი. დაახურეთ თავსახურები და შეფუთეთ.