ნანუკა ჟორჟოლიანი იდეალურ ფორმაშია. ტელეწამყვანი ზაფხულის განმავლობაში ევროპაში მოგზაურობიდან საინტერესო ფოტოებს აქვეყნებდა.
ბოლო წლებში ის ჭარბ წონას ებრძოდა, ერთ-ერთი გულშემატკივარის კითხვაზე თუ რამდენი კილოა ახლა, ასე უპასუხა: “დიდი ხანია აღარ ვიწონები. ასე უკეთესია ცხოვრება…“
“მოსიარულე მოტივაცია, მაგალითი ყველასთვის. საოცარ ფორმაში ხარ“
“ყველა აშხვართული და ქერათმიანი გოგო შენ მგონიხარ“
“ამ ფოტოებმა ჯულია რობერტსის კადრები გამახსენა ფილმიდან “ჭამე, ილოცე, შეიყვარე”
“ასაკი მხოლოდ ციფრებია“
ეს ქალი ასე მგონია ახლა იწყებს თინეიჯერობის ასაკს“, – წერენ კომენტარებში.
რამდენიმე თვის წინ, ჟორჟოლიანი ინტერვიუში ამბობდა:
“37 წლის ასაკში მეგონა, რომ ცხოვრება დასრულდა. მეგონა, რომ როგორც ქალს ფუნქცია აღარ მქონდა, მეგონა, არცერთ მამაკაცს ჩემთან პარტნიორობა აღარ მოუნდებოდა. მეგონა, რომ აღარასოდეს მეყვარებოდა, ეს განაპირობა პირადი ცხოვრების ნგრევამ. 37 წლის ასაკში რომ კარგავ ადამიანს, რომელზეც მთელი შენი ემოციური ცხოვრება დააშენე და უცებ აღმოაჩენ, რომ ეს კაცი აღარ გყავს, გგონია რომ გაკოტრდი. ამ დროს ჩვენში ვეძებთ პრობლემას, ბნელში და უკუნში ვიწექი და ვფიქრობდი, რომ აღარ მაქვს არაფერი.
თუმცა ახლა მე მგონია, რომ ცხოვრება იწყება 40 წლის ზემოთ. სიამოვნების რეცეპტორები გიმძაფრდება. გრიგალი თავგადასავლები მიდის და დაგროვილი გამოცდილება რჩება. იწყებ ცხოვრებთ ტკბობას. მომისმენია მოსაზრება, რომ ყველა ახალი ციფრი ქალს აშინებს. მე მაინც მგონია, რომ ასე არ არის. მგონია რომ 5-იანი და 5-იანი კი არ გაშინებს, არამედ იმჟამინდელი მდგომარეობა გაშინებს.
ახლა 43 წლის ნანუკას მგონია, რომ ყველაფერი წინ მაქვს. მგონია, რომ პროფესიას შევარჩევ, მინდა ახალ პროფესიაში დავინახო ჩემი თავი, ვიყო სტუდენტი, მინდა კვერცხუჯრედი გავყინო და შვილის გაჩენის პერსპექტივა დავტოვო, თუ მომინდება, თეთრ კაბასაც ჩავიცვამ. ჩვენ გვგონია, რომ საუკეთესო წლები ჩვენს უკან იყო, არადა ასე არაა. ყველაფერს ვაპირებ, რაც ბედნიერს გამხდის.
მინდა ქალებს ვუთხრა, უნდა დაფიქრდნენ და პრობლემა სწორად მოძებნონ. აუცილებლად გექნებათ ფიქრები, უკნიდან ნეგატივი დაგქაჩავთ, მაგრამ უნდა ეჭიდაოთ. მე ბრძოლის მომხრე ვარ. ხომ ბანალურად ჟღერს, მაგრამ რადიკალურად უარი უნდა თქვათ მავნე ჩვევებზე, რაც ცუდად გხდით. ასევე სიახლეების არ შეგეშინდეთ…”