ფონიჭალაში, 13 ნომერში მდებარე კორპუსში, ორი ადამიანი დაჭრეს.
ეს ის კორპუსია, სადაც მდუბარე ბერი ნარიმანი ცხოვრობს. ტვ პირველის ინფორმაციით, დაჭრილები ნარიმანის მრევლის წევრები არიან.
არსებული ინფორმაციით, მრევლი ერთმანეთს დაუპირისპირდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.