ჩატყდა დღეს ტალახაძის კარდონის საწოლი. იატაკზე მიწევს დაწოლა,” – ამის შესახებ საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის სამედიცინო გუნდის წევრი, ძალოსნობის ეროვნული ნაკრების ექიმი რეაბილიტოლოგი – გიორგი ჭინჭარაული სოციალურ ქსელში ლაშა ტალახაძეზე წერს.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელში ვნებათაღელვა გამოიწვია ოლიმპიურ სოფელში მონაწილეთათვის განკუთვნილმა საწოლებმა, რომელიც მუყაოსგან არის დამზადებული.
“პლანეტის ყველაზე ძლიერი კაცი ლაშა ტალახაძე მუყაოს საწოლზე დააწვინეს პარიზის ოლიმპიურ სოფელში” – ამ სათაურით გავრცელდა ქართულ სოცქსელებში ვიდეო ლაშა ტალახაძეზე. კადრებში ჩანს, როგორ ცდილობენ “გაამაგრონ” ძალოსანის საწოლი.