“გულის ამრევია, რაც მესმის! ყველა ფეხბურთელის, ოლიმპიელის თუ პარაოლიმპიელის საჩუქრებს ჩავყვებით ბოლომდე!” – ლაშა ბასლანძის მოულოდნელი მიმართვა

პროდიუსერი და მომღერალ სალომე ბაკურაძის მეუღლე ლაშა ბასლანძე შემდეგი სახის მიმართვას ავრცელებს, რომელიც სპორტსმენების დაჯილდოებას შეეხება:

„პირობას ვდებ, რომ ყველა ფეხბურთელის, ოლიმპიელის თუ პარაოლიმპიელის საჩუქრებს ჩავყვებით ბოლომდე! ყველამ უნდა გაიგოს, ვინ იყო კეთილსინდისიერი და ვინ ითამაშა პიარზე და ნებართვების მოსაპოვებლად!

გულის ამრევია, რაც მესმის. შინაური-გარეული მე აქ არ ვიცი! ამ ადამიანების გამო გვიტირია და ამ ადამიანებს ჩვენი ქვეყანა ისე უსახელებიათ, როგორც არავის!

ჩვენი ვალია ყველასი, რომ დავიცვათ ყველაფრისგან და მით უმეტეს, აფერისტებისგან!” – დაწერა ლაშა ბასლანძემ.