ტიტანის” ეკიპაჟის წევრებმა კარგად იცოდნენ, რომ დაიღუპებოდნენ… აფეთქებამდე განიცდიდნენ ფსიქიკურ ტკივილს” – სკანდალური სარჩელი გახმაურებულ საქმეზე

წყალქვეშა  აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად და­ღუ­პუ­ლი ფრან­გი მკვლე­ვა­რის ოჯახ­მა სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნა, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ეკი­პაჟ­მა კა­ტას­ტრო­ფის წინ “ტე­რო­რი და ფსი­ქი­კუ­რი ტან­ჯვა” გა­ნი­ცა­და. ოჯა­ხი წყალ­ქვე­შა ოპე­რა­ტორს უხეშ და­უ­დევ­რო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს“, – CNN ბოლო დრო­ის ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი ტრა­გე­დი­ის შე­სა­ხებ ვრცელ სტა­ტი­ას წერს, სა­დაც წყალ­ქვე­შა მოგ­ზა­უ­რო­ბის სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლე­ბია ხაზ­გას­მუ­ლი:

“პოლ-ჰენ­რი­ნარ­გე­ო­ლე­ტი იმ ხუთ ადა­მი­ანს შო­რის იყო, ვინც 2023 წლის ივ­ნის­ში ჩრდი­ლო ატ­ლან­ტი­კა­ში ტი­ტა­ნი­კის ჩა­ძირ­ვის ად­გილ­ზე მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს და­ი­ღუ­პა, რო­დე­საც Titan-ის წყალ­ქვე­შა ნავი აფეთ­ქდა. არა­ვინ გა­და­ურ­ჩა ექ­სპე­რი­მენ­ტულ ბორ­ტს, რო­მე­ლიც კომ­პა­ნია OceanGate-ს ეკუთ­ვნის. კომ­პა­ნი­ამ მას შემ­დეგ ოპე­რა­ცი­ე­ბი შე­ა­ჩე­რა.

  • “ტი­ტან­მა” იქამ­დე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო 37 ჩაყ­ვინ­თვა­ში ტი­ტა­ნი­კის კა­ტას­ტრო­ფის ად­გილ­ზე. ის ით­ვლე­ბო­და მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლად.

ფრან­გი მკვლე­ვა­რის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტებ­მა კი გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნეს, რომ “გან­წი­რულ წყალ­ქვე­შა ნავს” ჰქონ­და “პრობ­ლე­მუ­რი ის­ტო­რია” და OceanGate-მა არ გა­ამ­ჟღავ­ნა ძი­რი­თა­დი ფაქ­ტე­ბი გე­მი­სა და მისი გამ­ძლე­ო­ბის შე­სა­ხებ

სარჩელის თა­ნახ­მად, ტი­ტან­მა ჩაყ­ვინ­თვი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 90 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში “და­აგ­დო წონა”, რაც იმა­ზე მი­უ­თი­თებს, რომ გუნ­დმა შე­წყვი­ტა ან სცა­და ჩაყ­ვინ­თვის შე­წყვე­ტა.

“მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის ზუს­ტი მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა არა­სო­დეს დად­გინ­დეს, ექ­სპერ­ტე­ბი თან­ხმდე­ბი­ან, რომ ტი­ტა­ნის ეკი­პა­ჟი ზუს­ტად მიხ­ვდე­ბო­და, რაც ხდე­ბო­და”, – ნათ­ქვა­მია სარ­ჩელ­ში. “საღი აზრი გვკარ­ნა­ხობს, რომ ეკი­პა­ჟის წევ­რებ­მა კარ­გად იცოდ­ნენ, რომ და­ი­ღუ­პე­ბოდ­ნენ. ეკი­პაჟ­მა და­კარ­გა კო­მუ­ნი­კა­ცია და შე­საძ­ლოა ძა­ლაც” – ექ­სპერ­ტე­ბის აზ­რით, ისი­ნი გა­აგ­რძე­ლებ­დნენ დაშ­ვე­ბას, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იცოდ­ნენ, რაც ელო­დათ.