ავარიაში დაღუპულები 15 წლის ბავშვები აღმოჩნდნენ! – რა შემაძრწუნებელი ინფორმაცია გავრცელდა ბათუმიდან?

23 აგვისტოს, ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე ავარიის შედეგად ორი დაღუპული 15 წლამდე ბავშვები აღმოჩნდნენ. ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და მოპედი შეეჯახა. ავარიის შედეგად, მოპედზე მსხდომი ორი მოზარდი გარდაიცვალა. მათგან ერთი დაშავებული ადგილზევე, ხოლო მეორე კლინიკაში მიყვანამდე დაიღუპა.