WhatsApp, მალე შეწყვეტს Android-სა და iOS-ზე დაფუძნებული ძველი გაჯეტების მხარდაჭერას. გავრცელებული ინფორმაციით, სიაში სხვადასხვა ბრენდის 35-ზე მეტი მოდელი შედის. მათ შორის არის Samsung, Apple, Motorola, Sony, LG და Huawei.
შემდეგი მოწყობილობების მფლობელებს ურჩევენ, რაც შეიძლება მალე შექმნან ჩათის ისტორიის სარეზერვო ასლი, რათა თავიდან აიცილონ მონაცემების შესაძლო დაკარგვა.
ასეთი მოდელებია:
„სამსუნგი“ – Samsung Galaxy Ace Plus, Galaxy Core, Galaxy Express 2, Galaxy Grand, Galaxy Note 3, Galaxy S3 Mini, Galaxy S4 და სხვა;
„ეფლი“ – Apple iPhone 5, iPhone 6, iPhone 6S და iPhone SE პირველი თაობა;
„ჰუავეი“ – Huawei Ascend P6 S, Ascend G525, Huawei C199, Huawei GX1s, Huawei Y625;
„მოტოროლა“ – Moto G (პირველი თაობა), Moto X (პირველი თაობა);
„სონი“- Xperia Z1, Xperia E3; LGOptimus 4X HD P880, Optimus G, Optimus G Pro, Optimus L7;
„ლენოვო“ – Lenovo 46600, Lenovo A858T, Lenovo P70, Lenovo S890.
ზუსტი თარიღი, თუ როდის შეწყვეტს მესენჯერი ამ მოწყობილობებზე მუშაობას, (WhatsApp ამბობს მხოლოდ „2024 წლამდე“) და ასევე უცნობია წინასწარ შეატყობინებს თუ არა WhatsApp ძველი მოწყობილობების მომხმარებლებს მომავალი გამორთვის შესახებ. რეკომენდირებულია თქვენი სმარტფონების შეცვლა ახალი მოდელებით, რომლებიც მხარს უჭერენ iOS (12.0) და Android (5.0) უახლეს ვერსიებს.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ძველი მოწყობილობების მხარდაჭერის შეწყვეტა ჩვეულებრივი პრაქტიკაა დეველოპერებისთვის. WhatsApp მუდმივად იღებს ახალ განახლებებს და ფუნქციებს, რის გამოც ძველი მოწყობილობები ვერ ახერხებენ მის დამატებებს.