სოფელ დიღომში 30 წლამდე კაცი მოკლეს – არსებული ინფორმაციით, გიორგი ქობულაშვილს დანით სასიკვდილო ჭრილობები თანასოფლელმა საკუთარ სახლთან მიაყენა. ადგილზე ამბობენ კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე დაიწყო და ფიზიკურ დაპირისპირებას წინ შელაპარაკება უძღოდა.
მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რომელიც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დამნაშავე გაქცეულია, მას პოლიცია ეძებს. დანაშაული შვიდიდან თხუთმეტ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს