ინდონეზიაში 45 წლის უცოლო მამაკაცმა მოკლა მეზობელი, რადგან ხშირად ეკითხებოდა, თუ რატომ არ ქორწინდებოდა

ინდონეზიაში 45 წლის და­სა­ქორ­წი­ნე­ბელ­მა მა­მა­კაც­მა მე­ზო­ბე­ლი პენ­სი­ო­ნე­რი კაცი მოკ­ლა, რად­გან მან ჰკი­თხა, “რა­ტომ არ იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი?“

  • პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე გახ­ში­რე­ბულ­მა კი­თხვებ­მა და­სა­ო­ჯა­ხე­ბე­ლი მა­მა­კა­ცი გა­ა­ღი­ზი­ა­ნა და ცნო­ბის­მოყ­ვა­რე პენ­სი­ო­ნერს ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და.

ინ­დო­ნე­ზი­უ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, ინ­ცი­დენ­ტი ჩრდი­ლო­ეთ სუ­მატ­რა­ში მდე­ბა­რე სამ­ხრეთ ტა­პა­ნუ­ლის რა­ი­ონ­ში 29 ივ­ლისს მოხ­და.

  • 60 წლის პენ­სი­ო­ნერს 45 წლის კაცი სახ­ლში შე­შის ნა­ჭე­რით მი­უ­ვარ­და და ცემა და­უ­წყო, შემ­დეგ კი და­ნით დაჭ­რა. მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ასე­თი სას­ტი­კი საქ­ცი­ე­ლის მი­ზე­ზი ხან­ში­შე­სუ­ლი მე­ზობ­ლის გუ­ლუბ­რყვი­ლო კი­თხვე­ბი იყო, რო­მე­ლიც კაცს გა­მუდ­მე­ბით ეკი­თხე­ბო­და, რა­ტომ არ და­ო­ჯახ­და.

პენ­სი­ო­ნერ­მა, რო­მე­ლიც ადრე სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებ­და, თავ­დამ­სხმე­ლის­გან თა­ვის დაღ­წე­ვა სცა­და, მაგ­რამ ამა­ოდ. თა­ვის არე­ში მი­ყე­ნე­ბუ­ლი დარ­ტყმა სა­ბე­დის­წე­რო აღ­მოჩ­ნდა… კაცი სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მის­ვლამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა.

ერთი სა­ა­თის შემ­დეგ, პო­ლი­ცი­ამ 45 წლის ინ­დო­ნე­ზი­ე­ლი და­ა­კა­ვა. კაც­მა პო­ლი­ცი­ა­ში აღი­ა­რა, რომ და­ი­ღა­ლა გა­უ­თა­ვე­ბე­ლი კი­თხვე­ბით ოჯა­ხურ მდგო­მა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ამი­ტომ თავი და­აღ­წია შე­უ­რა­ცხმყო­ფელ მე­ზო­ბელს. გარ­დაც­ვლი­ლის მე­უღ­ლის თქმით, მისი ქმარ­სა და მე­ზო­ბელს ჩხუ­ბი ასე­ვე ქათ­მე­ბის გამო მოს­დი­ო­დათ, რად­გან მათ ნაკ­ვეთ­ში გა­და­დი­ოდ­ნენ, რის გა­მოც მა­მა­კა­ცე­ბი ხში­რად ჩხუ­ბობ­დნენ.