ოლიმპიურ სოფელში საცხოვრებელი პირობებით უკმაყოფილო იტალიელ მოცურავეს პარკში სძინავს – რა ფოტო ვრცელდება სოციალურ ქსელში

მედიაში გავ­რცელ­და ფოტო, სა­დაც ჩანს, რომ იტა­ლი­ელ მო­ცუ­რა­ვეს, ოლიმ­პი­ურ ჩემ­პი­ონს, თო­მას ჩე­კონს პარკში სძი­ნავს. სა­ნამ ეს ფოტო გავ­რცელ­დე­ბო­და, მან მე­დი­ას­თან ოლიმ­პი­ურ სო­ფელ­ში არ­სე­ბულ პი­რო­ბებ­ზე ისა­უბ­რა.

პო­პუ­ლა­რუ­ლი მო­ცუ­რა­ვე ამ­ბობ­და, რომ სპორ­ტსმე­ნებს ცუდი საკ­ვე­ბი და მუ­ყა­ოს სა­წო­ლე­ბი აქვთ და ოლიმ­პი­ურ სო­ფელ­ში კომ­ფორ­ტუ­ლად ძილი შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო.

“მი­წა­ზე ძილი იდე­ა­ლუ­რი არ არის, მაგ­რამ მუ­ყა­ოს სა­წოლს სჯობს. ბევრ სპორ­ტსმენს აწუ­ხებს ეს ფაქ­ტი. ტყუ­ი­ლად არა­ვი­ინ წუ­წუ­ნებს, ეს არის რე­ა­ლო­ბა, რაც ალ­ბათ ყვე­ლამ არ იცის,” – ამ­ბობს სპორ­ტსმე­ნი.

მისი ფოტო სა­უ­დელ­მა ნიჩ­ბო­სან­მა ჰუ­სე­ინ ალი­რე­ზამ გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

ოლიმ­პი­ურ სო­ფელ­ში არ­სე­ბულ არა­სა­თა­ნა­დო პი­რო­ბებ­ზე არა­ერ­თმა სპორ­ტსმენ­მა ისა­უბ­რა.

არ არის საკ­მა­რი­სი საკ­ვე­ბი: კვერ­ცხი, ქა­თა­მი, გარ­კვე­უ­ლი ნახ­შირ­წყლე­ბი”, – გა­ნუ­ცხა­და ლონ­დო­ნის Times-ს ბრი­ტა­ნე­თის ოლიმ­პი­უ­რი ასო­ცი­ა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა ენდი ან­სონ­მა. ”აღა­რა­ფერს ვამ­ბობ საკ­ვე­ბის ხა­რისხზე – სპორ­ტსმე­ნებს უმი ხორ­ცით უმას­პინ­ძლდე­ბი­ან”, – დას­ძი­ნა მან.

შე­დე­გად, რამ­დე­ნი­მე სპორ­ტსმენ­მა მათ შო­რის აშშ-ის ქალ­თა ჩოგ­ბურ­თის მთელ­მა გუნ­დმა (კოკო გა­უ­ფის გარ­და) და­ტო­ვა სო­ფე­ლი და სხვა სა­ცხოვ­რებ­ლის ძებ­ნა და­ი­წყო.