სოციალური ქსელების მაგნატი, მილიარდერი მარკ ცუკერბერგი არასოდეს მალავდა გრძნობებს მეუღლის მიმართ.
ახლახან კი “ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა მეუღლის გიგანტური ქანდაკების ფოტოები, რომელიც პრისცილა ჩანს აჩუქა.
- “დააბრუნეთ თქვენი მეუღლის ქანდაკებების შექმნის რომაული ტრადიცია“, – დაწერა 40 წლის ცუკერბერგმა და ფოტოსთან ერთად ვიდეოც გამოაქვეყნა.
“ფირუზისფერი ქალღმერთი” ვერცხლის მოსასხამით არის შემკული, რჩება შთაბეჭდილება რომ ქარი უბერავს. სამოსს მხრებთან ანგელოზის ფრთების ფორმა აქვს.
ნამუშევარი მსოფლიოში ცნობილმა მოქანდაკემ და მხატვარმა დანიელ არშამმა შექმნა. ის თანამშრომლობდა ისეთ ბრენდებთან, როგორიცაა Tiffany & Co. და Pokémon.