ბათუმში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ხანძარია

ბათუმში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ხანძარია – ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა AJARATIMES.GE ავრცელებს და წერს, რომ ცეცხლი კობალაძის ქუჩაზე, კორპუსის მეორე სართულზე არსებულ ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა. 

ადგილზე მეხანძრე-მაშველები იმყოფებიან. 

მოგვიანებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში “მთავარი არხის” ვებგვერდს უთხრეს, რომ ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ხანძარი სამზარეულოში გაჩნდა, თუმცა რამ გამოიწვია ის, უცნობია.