თმის საღებავის ალერგიამ საშინელი შედეგი გამოიწვია – “‘თავდაპირველად ოდნავ დამწვა, მაგრამ მეგონა, რომ ასეც უნდა ყოფილიყო… მეორე დილით უარესი მოხდა”

თმის სა­ღე­ბა­ვის ალერ­გი­ამ სა­ში­ნე­ლი შე­დე­გი გა­მო­იწ­ვია – 27 წლის რა­ი­ან ბრიგ­სის თქმით, მისი თავი იმ­დე­ნად “გა­ი­ზარ­და”, რომ შეყ­ვა­რე­ბულს მისი შე­ხედ­ვაც კი არ შე­ეძ­ლო.

სა­ღე­ბა­ვის გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­დეგ, რა­ი­ანს შუბ­ლზე გა­მო­ნა­ყა­რი გა­უჩ­ნდა, თუმ­ცა ეს მხო­ლოდ და­სა­წყი­სი იყო. ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცი­ი­ის შემ­დეგ მთლი­ა­ნი თავი შე­სივ­და, სა­ხე­ზეც გა­და­ვი­და და მა­მა­კაცს მხედ­ვე­ლო­ბის პრობ­ლე­მა შე­უქ­მნა.

სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მი­სულს უთხრეს, რომ მას ჰქონ­და რე­აქ­ცია პარ­ფე­ნი­ლენ­დი­ა­მინ­ზე, ქი­მი­კატ­ზე, რო­მე­ლიც ჩვე­უ­ლებ­რივ გვხვდე­ბა თმის სა­ღე­ბა­ვებ­ში.

“‘თავ­და­პირ­ვე­ლად სა­ღე­ბავ­მა ოდ­ნავ დამ­წვა, მაგ­რამ მე­გო­ნა, რომ ასეც უნდა ყო­ფი­ლი­ყო. მე­ო­რე დი­ლით სა­ში­ნე­ლი გა­მო­ნა­ყა­რი მქონ­და შუბ­ლზე. გა­მო­ნა­ყარ­ზე იმ­დე­ნად არ ვი­ნერ­ვი­უ­ლე, მაგ­რამ მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში თავი ზო­მა­ში იზ­რდე­ბო­და. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მი­ვე­დი და სახ­ლში გა­მო­მიშ­ვეს, მი­თხრეს, რომ გა­უ­ა­რე­სე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ექიმს დავ­კავ­ში­რე­ბო­დი. ჩემს თავს სა­ერ­თოდ არ ვგავ­დი. სა­ში­ნე­ლე­ბაა, “მე­გა­მა­ინდს” და­ვემ­სგავ­სე. ახლა ყვე­ლა­ფე­რი დას­რულ­და. ყო­ველ­თვის გა­ი­კე­თეთ პაჩ-ტეს­ტი” – ამ­ბობს რა­ი­ა­ნი.