ესპანეთში, ტოლედოს პროვინციაში, უცნობი კაცი ფეხბურთის მოედანზე ბავშვებს თავს ცივი იარაღით დაესხა. თავდასხმის შედეგად 11 წლის ბიჭი დაიღუპა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს და წერს, რომ
შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ბავშვები სპორტკომპლექსში ფეხბურთს თამაშობდნენ.
უცნობი კაცმა ბავშვებს რამდენჯერმე დაარტყა, ბავშვებმა ადგილიდან გაქცევა სცადეს, თუმცა დაჭრილი 11 წლის ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც ცნობილი ხდება, თავდამსხმელმა ინციდენტის დროს სახეზე შარფი აიფარა, შემდეგ კი ადგილიდან მიიმალა.
ამ დროისთვის ეჭვმიტანილის დასაჭერად სპეცოპერაცია მიმდინარეობს, რომელშიც შვეულმფრენია ჩართული.თავდამსხმელის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.