ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ბერი ნარიმანის (იგივე ნარიმან მეფე) სადარბაზოში, ბინასთან შეკრებილი მრევლის ნაწილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა. ძალადობაში სავარაუდოდ ფიგურირებს არასრულწლოვანიც.
“ბავშვი როგორ ჩააგდე კიბიდან“, – ისმის ვიდეოში, როდესაც ერთი დაპირისპირებული მხარე, ქალბატონს მიმართავს. ამას ფიზიკური შეხება მოსდევს.
“ტელეკომპანია პირველი“ ბერი ნარიმანის მრევლს დაუკავშირდა. ლუიზა ჭოხონელიძე მომხდარს ადასტურებს
“გიჟები არიან და ერთმანეთში ჩხუბობენ. ის ბავშვები არ უნდა ყოფილიყვნენ იქ, იყო დაპირისპირება. როდის მოხდა არ მახსოვს“, – განაცხადა ჭოხონელიძემ ტელეკომპანიასთან საუბარში.
როგორც რეპორტიორი აცხადებს, მომხდარის შემდეგ ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. ჩხუბში მონაწილე ქალბატონი კი შეუძლოდ გახდა და ის სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ წაიყვანა ადგილიდან.