6 წლის გოგონამ ოჯახი ხანძრისგან გადაარჩინა. პატარა ოლივია ეზოში თამაშობდა, როდესაც შეამჩნია, რომ მისი სახლის სახურავიდან ცეცხლი გამოდიოდა. შემთხვევა ინგლისში, ჩრდილოეთ იორკშირში მოხდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, ოლივიას დედას, ლორას, დივანზე ეძინა თავის ორ პატარა ბავშვთან ერთად. ამ დროს ოლივია სახლში შევარდა და ყვიროდა: „გაიღვიძე დედა, გაიღვიძე“.
ოჯახმა უვნებლად მოახერხა ხანძრის თავიდან აცილება, რომელიც მეზობელ სახლში გაჩნდა და ოჯახის სამოთახიანი სახლის ზედა სართულზე გავრცელდა.
„ჩვენ აბსოლუტურად ვამაყობთ მისით. ის აბსოლუტურად საოცარია. ჩვენ არ გვჯერა, რომ ოლივიამ ლორა გამოიყვანა – ის ექვსი წლისაა და ცეცხლმოკიდებულ შენობაში შევარდა“,- თქვა ბავშვის ბებიამ.
ხანძრის შედეგად ოჯახმა თითქმის მთელი ქონება დაკარგა.
ხანძრის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. ოჯახს უთხრეს, რომ ხანძარი შესაძლოა ტელეფონის დამტენით დაიწყო. ოჯახს ხელისუფლება და საზოგადოება ეხმარება, რათა დანაკარგი დაიბრუნონ.