„კეიტი ცდილობს, ყოველი თავისუფალი წუთი შვილებთან გაატაროს, ბავშვები ძალიან შეშინებულები არიან დედის ავადმყოფობით“ – რას აცხადებენ ინსაიდერები პრინცესას ამჟამინდელ მდგომარეობაზე

არც ისე დიდი ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ ქეით მიდლტონს ქიმიოთერაპიის გამო თმის, კანისა და ძვლის ტვინის დაზიანება ჰქონდა. თუმცა არის სიახლე, რომელიც იმედს აჩენს, რომ ქეითი გამოჯანმრთელების გზაზეა.

ოფიციალურად, ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენლები ქეით მიდლტონის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კომენტარს არ აკეთებენ, რაც საზოგადოების შეშფოთებას იწვევს. მაგალითად, ახლახან ცნობილი გახდა, რომ უელსის პრინცესა სავარაუდოდ, 2024 წლის ბოლომდე საზოგადოებაში არ გამოჩნდება. მონარქების განრიგი, როგორც წესი, მრავალი თვით ადრე დგება და დღეს პრინც უილიამის მეუღლეს არც ერთი მოვლენა არ აქვს დაგეგმილი. ეს ნიშნავს, რომ კიდევ რამდენიმე თვე არსად აპირებს გამოჩენას.

ეს გასაკვირი არ არის: ქეითმა თავიდანვე გააფრთხილა თაყვანისმცემლები, რომ ქიმიოთერაპიისა და რეაბილიტაციის დროს ყველა ოფიციალური მოვალეობისგან თავისუფლდებოდა. ახლა ის ცდილობს ყოველი თავისუფალი წუთი შვილებთან გაატაროს – მათ ძალიან ეშინიათ, რომ დედას საშინელი დაავადება დაემართა.