ჩუღურეთის რაიონში საცხოვრებელი სახლი დაიწვა – ხანძარი ერთ-ერთ იტალიურ ეზოში 2-სართულიან სახლს გაუჩნდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები დროულად მივიდნენ და ხანძრის ლიკვიდირება მალევე მოხერხდა.
რა გახდა შემთხვევის გამომწვევი მიზეზი, ამ დროისთვის, უცნობია.