კაცმა ვიტრინას მანქანა დააჯახა, მინა ჩამოამსხვრია და ოფისში ავტომობილით შევარდა, რათა ყოფილი შეყვარებული მოეკლა – “ციხე მისთვის ერთადერთი ადგილია”

ყოფილ პო­ლი­ცი­ელს 11 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯეს მას შემ­დეგ, რაც ყო­ფი­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლის მოკ­ვლა სცა­და. 57 წლის უი­ლი­ამ მაკ­ბერ­ნი და­ნა­შა­ულს აღი­ა­რებს. მისი და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ყო­ფილ­მა მე­გო­ბარ­მა ქალ­მა გა­ავ­რცე­ლა:

  • “სა­ბო­ლო­ოდ, ორ­წლი­ა­ნი ფი­ზი­კუ­რი და ემო­ცი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის შემ­დეგ, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა მი­ვი­ღეთ. ეგო­ნა, რომ ჩემ­ზე კონ­ტროლს კარ­გავ­და. ამი­ტო­მაც სცა­და ჩემი მოკ­ვლა. ის იყო მონ­სტრი, რო­მე­ლიც სა­სურ­ვე­ლის მი­სა­ღე­ბად მხო­ლოდ ძა­ლა­დო­ბას მი­მარ­თავ­და. ციხე მის­თვის ერ­თა­დერ­თი ად­გი­ლია”, – ამ­ბობს ქალი.

სასამართლოს თა­ნახ­მად, მაკ­ბერ­ნი,ჩრდი­ლო­ეთ ირ­ლან­დი­ის პო­ლი­ცი­ის მარ­თვის ინ­სტრუქ­ტო­რი, თავ­დას­ხმის დღეს დი­ლის 6 სა­ა­თი­დან სვამ­და ვის­კის.

  • სა­ბო­ლო­ოდ ის მე­გო­ბა­რი ქა­ლის ოფის­თან მი­ვი­და და მან­ქა­ნით მინა შე­ამ­სხვრია. ვი­დე­ოთ­ვა­ლის ჩა­ნა­წე­რებ­ში კარ­გად ჩანს, თუ რამ­დე­ნად ახ­ლოს იყო მან­ქა­ნა ქალ­თან.

დახურულ კარს მიღ­მა ის აკონ­ტრო­ლებ­და ჩემი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა ას­პექტს, მაგ­რამ სა­ჯა­როდ ყვე­ლას­თან მომ­ხიბ­ვლე­ლად იქ­ცე­ო­და. ეს მა­წუ­ხებ­და. ეს კაცი აგ­რე­სი­უ­ლად შე­მო­ვი­და ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში. ის ახორ­ცი­ე­ლებ­და უწყვეტ ტე­რორს ჩემ­ზე და ჩემს ოჯახ­ზე. გა­დავ­წყვი­ტე, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ზე კონ­ტრო­ლი და­ვიბ­რუ­ნო”, – ამ­ბიბს მაკ­ბერ­ნის ყო­ფი­ლი პარტნი­ო­რი.