გუშინ, გვიან ღამით ფონიჭალაში მკვლელობა მოხდა, რა დროსაც ახალგაზრდა მამაკაცზე, ჯგუფურად, რამდენიმე პირმა იძალადა. მომხდარი დაპირისპირების დროს დაჭრილი მამაკაცი შემთხვევიდან მალევე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით , სამართალდამცველების მიერ, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ცხელ კვალზე, დაკავებულა სამი პირი.
გამოძიება სისხლი სამართლის კოდექსის 108-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.