მამაკაცმა 2 წლის შვილი და ცოლი მე-16 სართულიდან გადააგდო – მოსკოვში მომხდარი უმძიმესი შემთხვევის დეტალები (ფოტო)

მოსკოვში ლე­ფორ­ტო­ვოს სა­ცხოვ­რე­ბელ კომ­პლექსში მა­მა­კაც­მა მისი მე­უღ­ლე და მცი­რე­წლო­ვა­ნი მე-16 სარ­თუ­ლის ფან­ჯრი­დან გა­და­აგ­დო. რო­გორც ტე­ლეგ­რა­მარ­ხებ­ზე ვრცელ­დე­ბა, მომ­ხდა­რის შემ­დეგ, შიშ­ველ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი მა­მა­კა­ცი ფან­ჯრი­დან იყუ­რე­ბო­და და სხვა ნივ­თე­ბის სრო­ლას აგ­რძე­ლებ­და.

უმ­ძი­მე­სი ში­ნა­არ­სის გამო, ვი­დე­ოს გავ­რცე­ლე­ბის­გან თავს ვი­კა­ვებთ.

შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მა­ლე­ვე მი­ვიდ­ნენ. თუმ­ცა, მათ მო­თხოვ­ნას, გა­ე­ღო ბი­ნის კა­რე­ბი და ჩა­ბა­რე­ბო­და ძა­ლო­ვან უწყე­ბებს, მა­მა­კა­ცი არ ემორ­ჩი­ლე­ბო­და.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით პო­ლი­ცი­ამ ბინა ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით გა­ა­ღო და მა­მა­კა­ცი და­ა­კა­ვეს. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის მუ­შა­ო­ბას კო­ორ­დი­ნა­ცი­ას უწევ­და ლე­ფორ­ტო­ვოს რა­ი­ონ­თა­შო­რი­სი პრო­კუ­რო­რი ზა­ფარ მახ­მუ­დო­ვი.

დად­გინ­და ბრალ­დე­ბუ­ლის ვი­ნა­ო­ბა. ის 39 წლის ალექ­სან­დრე ლი­პა­ტო­ვია.

თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, და­ახ­ლო­ე­ბით დი­ლის 9 სა­ათ­ზე ფან­ჯრი­დან ორი წლის ბავ­შვი გად­მო­ვარ­და და მალე ქა­ლიც და­ე­ცა. გარ­დაც­ვლილს მი­ლე­ნა ლი­პა­ტო­ვა ერ­ქვა.

სხვა დე­ტა­ლე­ბი ზუს­ტდე­ბა. რო­გორც თვითმხილ­ვე­ლე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, მა­მა­კა­ცი ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.