ოჯახი 47 წლის გიორგი (გიგა) ძაგანიას ეძებს

ოჯახი 47 წლის გიორგი (გიგა) ძაგანიას ეძებს. არსებული ინფორმაციით, ის სახლიდან 17 აგვისტოს, დაახლოებით დილის 6:30 საათზე გავიდა. ბოლო კვალი ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში მდებარე მაცხოვრის შობის სახელობის ტაძართან და მე-14 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიქსირდება.  ჩართულია პოლიცია და მიმდინარეობს კამერების ჩანაწერების ამოღება.

ოჯახის წევრები დახმარებას საზოგადოებას სთხოვენ.

“თუ ვინმემ სადმე შენიშნეთ ან რამე სახის ინფორმაციას ფლობთ აღნიშნულთან დაკავშირებით, უმორჩილესად გთხოვთ დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე 577125176 (ძმა დიტო ძაგანია) ან აცნობეთ პოლიციას. თქვენი გულისხმიერების იმედი გვაქვს და დიდი მადლობა ყველას!” – ნათქვამია ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.