ტრიბუნაზე გაშლილი დროშა რომ დაინახა, პირდაპირ ჩვენთან მოვიდა; უკეთილშობილესი ადამიანია, აუხდინა ოცნება ჩემს ბიჭს“ – რას წერს ქართველი ემიგრანტი ბუდუ ზივზივაძის შესახებ

გერ­მა­ნი­ა­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი ბუდუ ზივ­ზი­ვა­ძის შე­სა­ხებ ამა­ღელ­ვე­ბელ ის­ტო­რი­ას წერს.

ნა­თია კირ­თა­ძე ვი­დე­ო­საც აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც ჩანს ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის რე­აქ­ცია სამ­შობ­ლოს დრო­ში­სა და ქო­მა­გე­ბის და­ნახ­ვი­სას:

“არ შე­მიძ­ლია არ გა­გი­ზი­ა­როთ ჩვე­ნი გან­ცდი­ლი სი­ხა­რუ­ლი.

წლე­ბია ვცხოვ­რობთ გერ­მა­ნი­ა­ში, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვე­ნი შვი­ლე­ბი და­ი­ბად­ნენ გერ­მა­ნი­ა­ში, არი­ან სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის და თი­თო­ე­უ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის დიდი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი. გუ­შინ გვერ­გო პა­ტი­ვი მატ­ჩის შემ­დეგ პი­რა­დად გვე­ნა­ხა ბუდუ. ჩვე­ნი ბუდუ, ჯერ უკე­თილ­შო­ბი­ლე­სი ადა­მი­ა­ნი და მერე მა­გა­რი ფეხ­ბურ­თე­ლია, აუხ­დი­ნა ოც­ნე­ბა და დიდი სტი­მუ­ლი მის­ცა ჩემს ბიჭს (გა­და­წყვე­ტი­ლი აქვს ფეხ­ბურ­თე­ლო­ბა).

თა­მა­შის შემ­დეგ, ტრი­ბუ­ნა­ზე გაშ­ლი­ლი დრო­შა რომ და­ი­ნა­ხა, პირ­და­პირ ჩვენ­თან მო­ვი­და, თა­ნაც ორ­ჯერ სუ­რა­თე­ბიც გა­და­ი­ღო, ავ­ტოგ­რა­ფე­ბიც დაგ­ვი­ვი­რი­გა და მოგ­ვე­სიყ­ვა­რუ­ლა. მე­ო­რე დღეა ჩემი ბიჭი თავს არ იბანს, ბუ­დუმ ხელი გა­და­მის­ვაო. გო­გოს (დი­ა­ბე­ტი აქვს) ემო­ცი­ის­გან მთე­ლი ღამე კარ­გი შაქ­რე­ბი ქონ­და. დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ჩვენს ოქ­როს ბიჭს გუ­შინ­დე­ლი ემო­ცი­ე­ბის­თვის.

P.S გერ­მა­ნე­ლებ­საც ანა­ლო­გი­უ­რად შე­აყ­ვა­რა თავი, სტა­დი­ონ­ზე უმ­რავ­ლე­სო­ბა ბუ­დუს სკან­დი­რებ­და, ბუ­დუ­სი­ვე მა­ი­სუ­რე­ბით“, – წერს ნა­თია კირ­თა­ძე