დედამ 8 თვის ტყუპები გაგუდა – დაკავებული 26 წლის ქალია

ყაზახეთში 26 წლის მთვრალმა დედამ, ლუდმილა ხაკიმოვამ 8 თვის შვილები გაგუდა. ინფორმაციას ამის შესახებ Mirror-ი ავრცელებს.

 8 თვის ვალერია და მისი ძმა განუწყვეტლივ ტიროდნენ. ბავშვებს კბილები ამოსდიოდათ და ძალიან წუხდნენ. ლუდმილამ ბავშვების დაძინება ბევრჯერ სცადა, თუმცა უშედეგოდ.

ლუდმილა ალკოჰოლს სვამდა და ბავშვების ტირილი ძალიან აღიზიანებდა. ამიტომ, „ხმის ჩასახშობად“ გადაწყვიტა ბავშვებისთვის სქელი საბანი გადაეფარებინა. ფიქრობდა, რომ ეს მათ დაძინებაში დაეხმარებოდა.

ამის შემდეგ, ლუდმილამ სმა მშვიდად განაგრძო. შემდეგ კი დასაძინებლად წავიდა. მეორე დღეს, როდესაც ლუდმილამ გაიღვიძა, მაშინვე ბავშვების სანახავად შევიდა.

„საბანი გადავხადე. ორივეს ლურჯი ფერი დაჰკრავდა. მაშინვე სასწრაფოს დავურეკე“,- ამბობს ლუდმილა.

სასწრაფო ადგილზე მაშინვე მივიდა. ექიმებმა ბავშვების გარდაცვალება დაადასტურეს. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ისინი სუნთქვის უკმარისობით გაიგუდნენ.

„ქალი არ ნანობს რაც მოხდა“,- ამბობს სასამართლოს სპიკერი, ერკეშ მაუკენი.