სერიული მკვლელი, მეტსახელად ვამპირი ციხიდან გაიქცა, ის 42 ქალი მკვლელობაშია ბრალდებული – “საკნებში მავთულის ბადეები გაჭრეს და კედელზე გადაძვრნენ”

კენიაში სა­ში­ში მა­ნი­ა­კი, სე­რი­უ­ლი მკვლე­ლი მეტ­სა­ხე­ლად “ვამ­პი­რი”, 12 სხვა მსჯავ­რდე­ბულ­თან ერ­თად, ცი­ხი­დან გა­იქ­ცა. მე­დი­ის ცნო­ბით, პა­ტიმ­რებს ცი­ხი­დან გაქ­ცე­ვა­ში პო­ლი­ცი­ე­ლე­ბიი და­ეხ­მარ­ნენ.

  • “ვამ­პი­რი” 42 ქა­ლის მკვლე­ლო­ბა­შია ბრალ­დე­ბუ­ლი. ის 33 წლის კო­ლინზ ჯუ­მა­ი­სი ჰა­ლუ­შაა. ჰა­ლუ­მა დე­და­ქა­ლაქ ნა­ი­რო­ბის გი­გი­რის პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბი­დან გა­ქი­ცა. გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც და­კა­ვე­ბულ­თა გაქ­ცე­ვის საქ­მეს იძი­ე­ბენ, დარ­წმუ­ნე­ბულ­ნი არი­ან, რომ რვა ოფი­ცე­რი, მათ შო­რის უბ­ნის ინ­სპექ­ტო­რი პა­ტიმ­რებს გაქ­ცე­ვა­ში და­ეხ­მა­რა.

ცნო­ბი­ლია, რომ ჰა­ლუ­შამ და სხვა პა­ტიმ­რებ­მა საკ­ნებ­ში მავ­თუ­ლის ბა­დე­ე­ბი გაჭ­რეს და პე­რი­მეტ­რის კე­დელ­ზე გა­დაძ­ვრნენ. და­კა­ვე­ბის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ გაქ­ცე­ვის შე­სა­ხებ მხო­ლოდ მა­შინ შე­ი­ტყო, როცა ოფიც­რე­ბი სა­კან­ში შე­ვიდ­ნენ, რათა იქ მყო­ფი პა­ტიმ­რე­ბი სა­უზ­მის­თვის გა­ეყ­ვა­ნათ

.

  • ცნო­ბის­თვის, რო­დე­საც კო­ლინზ ჯუ­მა­ის ჰა­ლუ­შა და­ა­კა­ვეს, მან აღი­ა­რა ათო­ბით ქა­ლის მკვლე­ლო­ბა. პო­ლი­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­და­პირ­ვე­ლად მან თა­ვი­სი ცოლი მოკ­ლა, რო­მე­ლიც უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბო­და 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში.

გა­მო­ძი­ე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა, მო­ჰა­მედ ამინ­მა ის და­ა­ხა­სი­ა­თა, რო­გორც “ფსი­ქო­პა­თი სე­რი­უ­ლი მკვლე­ლი, რო­მე­ლიც პა­ტივს არ სცემს ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლეს“.

იმავდრო­უ­ლად, ჰა­ლუ­შას ად­ვო­კატ­მა, ჯონ მა­ი­ნა ნდეგ­ვამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რომ მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი უდა­ნა­შა­უ­ლოა და აღი­ა­რე­ბა მის­გან წა­მე­ბის შე­დე­გად მო­ი­პო­ვეს.

ამ დრო­ის­თვის დის­ციპ­ლი­ნუ­რი ზო­მე­ბი იქნა მი­ღე­ბუ­ლი რვა თა­ნამ­შრომ­ლის მი­მართ, რომ­ლებ­მაც ხელი შე­უ­წყეს ჰა­ლუ­ში­სა და სხვა პა­ტიმ­რე­ბის გაქ­ცე­ვას.