ყურსასმენი მეკეთა, თავიდან ხმა ვერ გავიგე… ტერაქტს შევესწარი, ამ პერიოდში სამჯერ ჩაირთო განგაშის ზარი, ჩემს თავზე რაკეტები დაფრინავდნენ” – რას გვიყვება ისრაელში მცხოვრები ქართველი?

ისრაელში თელ-ავი­ვის რა­ი­ონ­ში, კერ­ძოდ, ია­ფა­ში 1-ლ ოქ­ტომ­ბერს, სა­ღა­მოს ტე­რო­რის­ტუ­ლი თავ­დას­ხმა მოხ­და. ის­რა­ე­ლის მე­დი­ის ცნო­ბით, შვი­დი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და რამ­დე­ნი­მე და­შავ­და.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მა­ნამ­დე რვა და­ღუ­პულ­ზე სა­უბ­რობ­და, მაგ­რამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ეს რი­ცხვი და­ზუს­ტდა. და­ნა­შა­უ­ლის ად­გი­ლი­დან ვი­დეო კად­რებ­ში ჩანს რამ­დე­ნი­მე უსი­ცო­ცხლო სხე­უ­ლი ავ­ტო­ბუ­სის გა­ჩე­რე­ბა­ზე.

ორი ტე­რო­რის­ტი, რო­მელ­თა­გან ერთი თო­ფით იყო შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი, მე­ო­რე კი – და­ნით, თავს და­ეს­ხა მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბას თელ-ავი­ვის ტრამ­ვა­ი­ში, შემ­დეგ კი გა­ვიდ­ნენ გა­ჩე­რე­ბა­ზე და ეს­როდ­ნენ და ჩეხ­დენ ხალ­ხს ქა­ლა­ქის იე­რუ­სა­ლი­მის ქუ­ჩა­ზე.

პოლიციის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი უშიშ­რო­ე­ბის ოფი­ცერ­მა და შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რებ­მა ეს­რო­ლეს და გა­ა­ნე­იტ­რა­ლეს ტე­რო­რის­ტე­ბი.

ორი­ვე ტე­რო­რის­ტი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია, ერთი არის მეჰ­მედ ხა­ლაფ სა­ჰერ რა­ჯა­ბი და მე­ო­რე – ჰა­სან მუ­ჰა­მედ ჰა­სან ტა­მი­მი, ორი­ვე პა­ლეს­ტი­ნე­ლია ჰებ­რო­ნის და­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო­დან. გვი­ან ღა­მით ცა­ჰალ­მა მათ სახ­ლებ­ში რე­ი­დე­ბი ჩა­ა­ტა­რა.

რაც შე­ე­ხე­ბა და­შა­ვე­ბუ­ლებს, 8 ადა­მი­ა­ნი და­შავ­და. ისი­ნი გა­და­იყ­ვა­ნეს ვოლფ­სო­ნის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში ჰო­ლონ­ში და იხი­ლო­ვის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში თელ-ავივ­ში. და­შა­ვე­ბულ­თა შო­რის იყო ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ციც, რო­მელ­საც ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტე­რო­რის­ტმა და­ნით რამ­დე­ნი­მე ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა. ქარ­თველ­მა ექი­მებ­მა ის ვე­ღარ გა­და­არ­ჩი­ნეს და იხი­ლო­ვის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნი­დან მა­ლე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა. ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცი, რომ­ლის სა­ხელ­სა და გვარ­საც შეგ­ნე­ბუ­ლად არ ვწერთ, ის­რა­ელ­ში სა­მუ­შა­ოდ იყო წა­სუ­ლი.

ტე­რაქტს შე­ეს­წრო ქარ­თვე­ლი ანუშ­კა ბორჩხა­ძე, რო­მე­ლიც მომ­ხდარ­ზე გვიყ­ვე­ბა:

“ცხოვ­რე­ბა­ში ასე არას­დროს შემ­ში­ნე­ბია. მო­ლო­დინ­შიც ვი­ყა­ვით თავ­დას­ხმის, შე­სა­ბა­მი­სად, პე­რი­ო­დუ­ლად ნი­უ­სებს თვალს ვავ­ლებ­დი სიფრ­თხი­ლის­თვის, და­ახ­ლო­ე­ბით 200-300 მეტრში ვი­ყა­ვი მეტ­როს სად­გუ­რი­დან, სა­დაც ტე­რო­რის­ტუ­ლი აქტი მოხ­და, ყურ­სას­მე­ნი მე­კე­თა და თა­ვი­დან ხმა ვერ გა­ვი­გე, თუმ­ცა ხალ­ხის რე­აქ­ცი­ებ­ზე მივ­ხვდი, რომ რა­ღაც ხდე­ბო­და, და­ი­წყეს მა­ღა­ზი­ებ­ში შიგ­ნი­დან ჩა­კეტ­ვა და “პი­გუ­ას” (ტე­რო­რი­ტუ­ლი თავ­დას­ხმა) ძა­ხი­ლი, მეც სას­წრა­ფოდ მოვ­ბრუნ­დი, სხვა ქუ­ჩის­კენ გა­ვი­ქე­ცი, რომ სად­მე დავ­მა­ლუ­ლი­ყა­ვი, მა­ლე­ვე გა­მოჩ­ნდა ბევ­რი სას­წრა­ფო მან­ქა­ნა, გა­მაყ­რუ­ე­ბე­ლი სი­რე­ნე­ბით და ბევ­რი პო­ლი­ცია, მივ­ხვდი, რომ დიდ ტე­რაქტთან გვქონ­და საქ­მე. გა­ვი­ქე­ცი, რომ გავ­ცლო­დი ტე­რი­ტო­რი­ას (ვერც ტაქსს ვი­ძა­ხებ­დი და ვერც ვრე­კავ­დი ვერ­სად) სას­წა­რა­ფოდ პირ­ვე­ლი­ვე მო­სულ ავ­ტო­ბუს­ში შევ­ვარ­დით, ჩემ­თან ერ­თად კი­დევ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი იყო’’, – გვი­ამ­ბობს ანუშ­კა.

პა­ნი­კი­სა და ში­შის მი­უ­ხე­და­ვად, გო­გო­ნამ გზა ავ­ტო­ბუ­სით გა­ნაგ­რძო, თუმ­ცა მა­ლე­ვე სა­რა­კე­ტო გან­გა­შის შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი მი­უ­ვი­და, ირა­ნი ის­რა­ელ­ზე სა­რა­კე­ტო იე­რი­შებს იწყებ­და, მძღოლ­მაც მგზავ­რებს ტრან­სპორ­ტი­დან ჩას­ვლა უბ­რძა­ნა, რათა უსაფრ­თხო ად­გი­ლას ან თავ­შე­საფ­რებ­ში და­მა­ლუ­ლიყ­ვნენ.

ავ­ტო­ბუს­ში ას­ვლი­დან 5 წუთ­ში ტე­ლე­ფონ­ზე გან­გა­შის SOS შე­ტყო­ბი­ნე­ბა მო­მი­ვი­და, მსგავ­სი ადრე არა­სო­დეს მო­სუ­ლა, ში­შის­გან მე­გო­ნა, რომ სრო­ლებ­ში მოვ­ყე­ვით და ავ­ტო­ბუს­ში, სკა­მებს შო­რის ჩა­ვი­მა­ლე, მძღოლ­მა გვი­თხრა, რომ სას­წრა­ფოდ უნდა გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვით და გვე­პო­ვა უსაფრ­თხო თავ­შე­სა­ფა­რი, აქე­დან და­ახ­ლო­ე­ბით 4 წუთ­ში ჩა­ირ­თო უკვე გან­გა­შის სიგ­ნა­ლი, 7 ოქ­ტომ­ბრის ამ­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ძა­ლი­ან შე­მე­შინ­და და არ მინ­დო­და, სა­ჯა­რო თავ­შე­სა­ფარ­ში ჩას­ვლა, ხალ­ხმრავ­ლო­ბა­ში, რად­გან შარ­შან ტე­რო­რის­ტებ­მაც ზუს­ტად ასე­თი თავ­შე­საფ­რე­ბი აა­ფეთ­ქეს. გა­დავ­წყვი­ტე, რომ გზა გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა ფე­ხით, თან მე­გობ­რებს მი­სა­მართს ვუგ­ზავ­ნი­დი, სად ვი­ყა­ვი, ყვე­ლას გვი­ჭირ­და ერ­თმა­ნეთ­თან და­კავ­ში­რე­ბა. ამ პე­რი­ოდ­ში სამ­ჯერ ჩა­ირ­თო გან­გა­შის ზარი, ჩემს თავ­ზე რა­კე­ტე­ბი დაფ­რი­ნავ­დნენ, ყვე­ლა მხრი­დან ვხე­დავ­დი. გზად კი­დევ ერთ მომ­ხდარ ტე­რაქტს შე­ვეს­წა­რი, ისევ მეტ­რო სად­გურ­ზე, და­ნით დაჭ­რა გამ­ვლე­ლი ტე­რო­რის­ტმა! ის­რა­ე­ლის ეს მო­ნაკ­ვე­თი, იაფა ძი­რი­თა­დად არა­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბი­თაა და­სახ­ლე­ბუ­ლი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მთე­ლი ეს მო­ნაკ­ვე­თი სავ­სე იყო პო­ლი­ცი­ით, სპეც­რაზ­მით, მა­ინც ძა­ლი­ან შე­მე­შინ­და, ეს იყო 1-სა­ა­თი­ა­ნი ჯო­ჯო­ხე­თი, თავი სა­ში­ნე­ლე­ბა­თა ფილმში მე­გო­ნა”, – იხ­სე­ნებს ბორჩხა­ძე.

მისი თქმით, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში შიში არის, თუმ­ცა არის სა­მო­ქა­ლა­ქო დის­ციპ­ლი­ნა და გან­ცდა იმი­სა, რომ შენი სა­ხელ­მწი­ფო და­გი­ცავს და საფრ­თხეს აგა­რი­დებს:

ის­რა­ელ­ში ცხოვ­რე­ბამ სა­მო­ქა­ლა­ქო დის­ციპ­ლი­ნა მას­წავ­ლა, წლე­ბია, თავს მი­უ­ხე­და­ვად მიმ­დი­ნა­რე მდგო­მა­რე­ო­ბი­სა, მა­ინც და­ცუ­ლად და უსაფრ­თხოდ ვგრძნობ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩემს თავ­ზე ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტე­ბი დაფ­რი­ნავ­დნენ, მა­ინც გზას ვაგ­რძე­ლებ­დი. მი­უ­ხე­და­ვად ში­ში­სა, მჯე­რო­და, რომ ყვე­ლას აა­ფეთ­ქებ­დნენ ცა­ში­ვე! დღე­საც პირ­ვე­ლი ტე­რო­რის­ტის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბა მო­ქა­ლა­ქემ შეძ­ლო, ეს ქვე­ყა­ნა სავ­სეა მსგავ­სი სა­მო­ქა­ლა­ქო გმი­რო­ბე­ბით! სა­ბო­ლო­ოდ, ისევ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრას­პორ­ტით გა­მოგ­ვიყ­ვა­ნეს ტე­რი­ტო­რი­ი­დან. ავ­ტო­ბუს­ში რომ ავე­დი, ნამ­ტი­რა­ლე­ბი და შე­ში­ნე­ბუ­ლი სახე მქონ­და, რო­გორც ჩანს, ეს და­ი­ნა­ხეს და ერ­თმა კაც­მა ტიკ-ტაკი მო­მა­წო­და ეგ­რე­ვე, მე­ო­რემ – წყა­ლი, მე­სა­მემ მზრუნ­ვე­ლი თვა­ლე­ბით შე­მომ­ხე­და და ხელი ჩამ­კი­და, აქ მარ­თლა ყვე­ლა ერ­თმა­ნეთ­ზე ზრუ­ნავს, აი, ასე­თი ჩუმი გმი­რე­ბი­თაა სავ­სე ის­რა­ე­ლი. ახ­ლაც, ამ ინ­ტერ­ვი­უს მო­ცე­მი­სას, ჩემი სახ­ლის ეზო­დან მეს­მის ნაგ­ვის ურ­ნე­ბის დაც­ლის ხმა, თით­ქოს­და 2 სა­ა­თის წინ 180 – ზე მეტი ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტა ამ ქვეყ­ნის­თვის არა­ვის უს­ვრია და 1 წე­ლია ორ დიდ ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას არ ეო­მე­ბო­დეს. ჩემ­გან 64 კი­ლო­მეტრში ღა­ზის სექ­ტო­რი, 115 კი­ლო­მეტრში კი – “ჰეზ­ბო­ლას” ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა გან­ლა­გე­ბუ­ლი. ორი­ვე­გან ომია, ჩვენ კი ხვა­ლის­თვის ახა­ლი წლის­თვის ვემ­ზა­დე­ბით, ამი­ტო­მაც “ამ ის­რა­ელ ხაი!”- სი­ა­მა­ყით აცხა­დებს ქარ­თვე­ლი.

გუ­შინ­დე­ლი ტე­რო­რის­ტუ­ლი თავ­დას­ხმა ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე სა­სიკ­ვდი­ლო თავ­დას­ხმად და­სა­ხელ­და, რაც ქვე­ყა­ნა­ში ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მომ­ხდა­რა. ეს მოხ­და იმ და­ძა­ბუ­ლო­ბის ფონ­ზე, რო­დე­საც ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლებ­მა გა­მო­ა­ცხა­დეს სახ­მე­ლე­თო შეჭ­რა ლი­ბან­ში “ჰეზ­ბო­ლას” ტე­რო­რის­ტუ­ლი ჯგუ­ფის ის­რა­ე­ლის სა­ზღვრე­ბი­დან გან­დევ­ნის მიზ­ნით და ირა­ნის ის­რა­ელ­ზე მა­სი­უ­რი სა­რა­კე­ტო შე­ტე­ვი­დან რამ­დე­ნი­მე წუ­თით ადრე.