ჩოხატაური-ოზურგეთის ცენტრალურ გზაზე, ე.წ. სამების ხიდთან დაღუპული სამი ახალგაზრდის ვინაობა ხდება ცნობილი. გიორგი ხაჯიბეგოვი, გოგა მეფარიშვილი და თომა ჟღენტი ავტომობილის შეჯახების შედეგად დაიღუპნენ. „გასკდა გული, სისხლი გამეყინა, მერამდენედ დავიტირო ჩემი მოსწავლე??? სულ რჩეული ვაჟკაცები… გოგა მეფარიშვილო, სულ ასეთი პატარა, თვალებში ჭინკებჩამდგარი, მუდამ მოუსვენარი ბიჭი დარჩები ჩემს მოგონებებში, სანამ სული მიდგას, სულ ემახსოვრები ირმა მასწავლებელს… მშვიდობით არა, ნახვამდის…“„ეს რა გაგვიკეთეთ ძმებო, ჯერ სად გეჩქარებოდათ… ეს რანაირად დავიჯერო…“„სუდარა გადაფარებული, ძაძებით შემოსილი, სისხლით და ცრემლებით გაჟღენთილია კვლავ ჩოხატაური!….დედის, მეუღლის, შვილების განწირული კივილი აპობდა ჩაბუდრბულ სიჩუმეს… (და როგორია, ამ დროს უთხრა რაიმე სანუგეშო?!…) როგორი მძიმეა ის ნაბიჯი, რომელიც კლინიკის კარებამდე „მიგათრევს“ იმედით… ცოცხალია?!…. სამწუხაროდ, ბევრჯერ ვმდგარვარ მიმღების კარებთან, სხვისი ხელი მჭერია და ხშირადაც საკუთარ ხელებშივე მომწევია მათი გონზე მოყვანა… მრავალმა ტრაგედიამ გამოიარა ჩემს თვალწინ… ბევრჯერ მიფიქრია, ნეტავ ეს ამას როგორ გადაიტანს და გაუძლებს?!” დღეს იყო კოშმარი… ყველა თავის გარდაცვლილს დასტიროდა…. ყველას თავისი წილი ტკივილი ჰქონდა… საკმარისია!!! ამ პატარა რაიონისთვის ასეთი დიდი ტრაგედიები საკმარისია!!!! ჩემს(ჩვენს) მეფარიშვილებს თანავუგრძნობ ამ დიდ ტრაგედიას….“ – წერენ სოციალურ ქსელში.
Related Posts
“ემიგრანტი დედა იტალიიდან ჩამოვიდა, შვილი გულში ჩაიკრა, მალევე უკან ბრუნდებოდა და თურმე რა ტრაგედია ელოდებოდა წინ…” – რა ინფორმაცია ვრცელდება გარდაცვლილი ბიჭის შესახებ?
ბათუმში 31 წლის მეზღვაური გარდაიცვალა. თემურ ოსიძე ჩაქვიდან იყო. ტრაგედია ორი დღის წინ მოხდა: “შვილი მოუკვდა ემიგრანტ დედას. იტალიიდან ნაპოლიდან…
ტრაგედია გომში – ბავშვი, რომელიც თამაშის დროს დაშავდა, კლინიკაში მისვლამდე გარდაიცვალა
გომში უბედურ შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა. – როგორც ინფო რუსთავი ავრცელებს, არსებული ინფორმაციით, მოზარდი თამაშის დროს დაეცა და დაშავდა. სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა დაშავბული…
ტრაგედია ბოლნისში – ავარიას 29 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა
ბოლნისში, ავარიას 29 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. სამწუხარო ინფორმაციას, სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ავრცელებს: „გლოვობს ჩემი ბოლნისი გარდაიცვალა საბა დავითაძე…