ბათუმში 31 წლის მეზღვაური გარდაიცვალა. თემურ ოსიძე ჩაქვიდან იყო. ტრაგედია ორი დღის წინ მოხდა:
“შვილი მოუკვდა ემიგრანტ დედას. იტალიიდან ნაპოლიდან ჩამოვიდა შვილი გულში ჩაიკრა და მალევე უკან ბრუნდებოდა და თურმე რა ტრაგედია ელოდებოდა წინ…
ეტყობა გული უგრძნობდა ინგას, ნაპოლიდან წამოვიდა საქართველოში და შვილი გარდაეცვალა.
ჩემს ჩაქვში გლოვის ზარია.
არადა ემიგრანტი დედა კაპიკ-კაპიკ აგროვებდა თანხას შვილის სამომავლოდ. სახლში 31 წლის ვაჟკაცი ეგულებოდა. ეფერებოდა, სიზმრებში ოცნებობდა, მისთვის ყველაფერი კარგი ქონოდა. ყველაფერს ამისთვის უძლებდა, სიშორეს, სიცივეს, უღირდა ემიგრანტული ტვირთის ტარება.
ახლა კი ცარიელტარიელი ზის გაყინული შვილის სასახლესთან. შვილგარდაცვლილი დედები კვდებიან, ისე სუნთქავენ თურმე უბრალოდ სუნთქავენ. ასეა ჩვენი ემიგრანტი მეგობარი დედა ინგა დიასამიძე.
ღმერთო გამძლეობა მიეცი ინგას.
ღმერთო, ნურცერთ დედას ნუღარ დააშორებ შვილს. დაააბრუნე ემიგრანტები მის სახლებში.
უფალო ნურცერთ დედას ნუ მოუკლავ შვილს. განსაკუთრებით ემიგრანტ დედებს მონატრებულ შვილს ნუ წართმევ დაიფარე ყველა დედა უფალო.
დედის კივილმა შეძრა სამყარო. აღარ ყავს თემო გულის მალამოდ. ბედის ირონია ყოფილა ცხოვრება. რად გაგიმეტა ასე წითისოფელმა?
31 წელი დასრულდა წამში. შიში ჩამდგარა მშობლების თვალში. დედის ერთია იმედი მისი გამოესალმა სიცოცხლეს რისთვის?
დედი ერთსა გთხოვ ნუ დამიტირებთ თქვენი ცრემლები ჩემს გულს აჩნდება მშვიდობით დედა მშვიდობით ხალხო მშვიდობით ჩემო ეზოვ და სახლო.
“შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს “ემიგრანტ დედას” ინგა დიასამიძეს” შვილის თემო ოსიძის გარდაცვალების გამო, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული სიტყვები უძლურია დავმუნჯდი ტკივილს რომელსაც სახელი არააქვს.
თემო ნეტავი გვყოლოდი, ცოცხალი გვყოლოდი, ნამდვილი და არა ასეთი ცრემლიანი შენი ჩამსხვრეული სიკეთით ხელში, რა ლამაზი იმედი იქნებოდი ემიგრანტი დედის. ულმობელმა სიკვდილმა ერთმანეთს ფიზიკურად დაგვაშორა, მაგრამ შენ არ იფიქრო, სიკვდილი შეძლებს შენდამი სიყვარულის განელებას. ჩვენ არ შეგვიძლია შენი სიყვარულის გარეშე.
რა ცარიელია სამყარო უშენოდ, გვზარავს, როდესაც ვფიქრობთ, რომ ვერასდროს გნახავთ, ყველას თვალწინ გვიდგას შენი თბილი სახე და თვალები შენი სურათის მოფერების გარდა არაფერი შეგვიძლია. თითქოს გაჩერდაო დროის დინება. შენი დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს დრო ვერ გააყუჩებს სიცარიელეა ჩვენს გულებში. შეუხორცებელ ჭრილობად გვაქვს შენი არყოფნა, წახვედი და დაგვიტოვე უსასრულო სევდა.
შენს სახლში სანთლები ტირიან, შებრალებას ითხოვენ… შენ, შენ რატომ არ შეგებრალა ემიგრანტი დედა.
ტაძარი ჩუმია უტყვი, მდუმარე, აქაც სანთლები ტირიან. იღვენთებიან ხატის წინაშე. სათქმელი ბევრია. თხოვნა იგივე, ფიქრი ძნელია, ძალიან ძნელი, უშენოდ.
დრო ნელია, ალბათ, არც მიდის.
ცრემლები? ცრემლები, რამდენიც გინდა, ბევრი, ულევი”.
შენი სულის მოსაგონებლად ყოველთვის იციმციმებს დანთებული სანთლები და შენს საფლავზე აყვავებულ ყვავილებს არ მოაკლდება ნამი ცრემლებისა.”-წერს შოთო სიხარულიძე