მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი კესარია აბრამიძის მისამართით მოხდილი ბოდიშის შესახებ კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს. მისი თქმით, საზოგადოება წლების წინ ჩაწერილ გადაცემაზე, სადაც ნანკა სტუმარს მისთვის მიუღებელ კითხვებს უსვამდა, სამართლიანად არის აღშფოთებული.
„დიდი ამბავი ატეხილა ჩემს ბოდიშზე. მე კი წლებია მაწუხებს ეგ გადაცემა და თქვენ ეხლა რატომ გაგახსენდათ და შეგაწუხათ, ეგ ნამდვილად საინტერესოა.
ჩემზე მეტად არ მგონია ვინმე განიცდიდეთ ამ ამბავს და არც წლების მერე სინანული იყო ჩემი პოსტი. ამაზე ყოველ ნახვაზე ველაპარაკებოდი, მე მგონი უკვე ვაწუხებდი კიდეც15 წელი ამის გახსენებით. ასე რომ, როგორც არ უნდა მწყევლოთ და მლანძღოთ, იმაზე მეტად ვერ მატკენთ, ვიდრე მე ვატკინე საკუთარ თავს.
პ.ს. მიხარია თუ დღეს რეალურად განიცდით ვინმე ჩემს ძალიან ცუდ საქციელს და გეშლებათ ამაზე ნერვები. მართლები ხართ და გისურვებთ ყოველთვის ესე იცავდეთ ადამიანებს უსამართლობისგან,“ – წერს კალატოზიშვილი.
ცოტა ხნის წინ ნანკა კალატოზიშვილმა წლების წინ ჩაწერილი გადაცემა “სიმართლის დრო“ გაიხსენა, აბრამიძეს ბოდიში მიუხადა და განაცხადა, რომ მაშინ დასმული კითხვების გამო სცხვენია.
“წლების წინ, კესარია იყო სტუმრად “სიმართლის დროში”. ამაზე სამარცხვინო და საზიზღარი გადაცემა ალბათ, არც არასოდეს წამიყვანია. იმ დღესვე ბოდიში მოვუხადე და იმ დღიდან დავიწყეთ მეგობრობა. დღესაც სახალხოდ გიხდი ბოდიშს, იმ გულისამრევი გადაცემისთვის. და თუ რამე ვისწავლე იმ დღეს, არასდროს უღალატო საკუთარ თავს, საკუთარ პრინციპებს.
იმდენად ამაზრზენი ვიყავი, ყურში ჩაძახილის გამეორებით და რასაც და როგორც გეკითხებოდი, ამდენი წლის მერეც ვერ ვინელებ ამ ყველაფერს. მიყვარხარ და, ალბათ, ვერც ვერასოდეს ვაპატიებ ჩემს თავს, მიუხედავად იმისა, რომ შენ იმ დღესვე მაპატიე” – წერს ნანკა.
აღნიშნული გადაცემის პირველი წამყვანი ნანკა კალატოზიშვილი იყო, შემდეგ კი შალვა რამიშვილი. ამჟამად გადაცემა “სიცრუის დეტექტორი” გიორგი გასვიანს მიჰყავს.