„სამწუხაროდ, ოჯახის ახლობელი ადამიანის გარდაცვალების გამო ამ ჯერად ეს ვერ მოხერხდება” – რა მიმართვას ავრცელებს საქართველოში ჩამოსული მერაბ დვალიშვილი?

UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, საიდანაც ირკვევა, რომ მას ახლობელი ადამიანი გარდაიცვალა:

“მოგესალმებით მეგობრებო. პირველ ოქტომბერს 12:00 საათზე მოვდივარ ჩემს მშობლიურ ვანში. მინდოდა ჩემს ოჯახში ერთად გვეზეიმა UFC ქამრის მოგება.მაგრამ სამწუხაროდ ოჯახის ახლობელი ადამიანის გარდაცვალების გამო ამჯერად ეს ვერ მოხერხდება. მცირე დროით გულშემატკივარს შევხვდები სოფელ სულორის ცენტრში”, – დაწერა ქართველმა მებრძოლმა.