„რა ერთნაირი ბედი გვქონია. თამუნას ბიოლოგიურ დედას ჩემი ბიოლოგიური დედასავით არ უნდა შვილთან ურთიერთობა და სიახლოვე|“, – წერს ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტი, ცისნამი საყვარლიშვილი, რითაც ეხმაურება თამუნა მუსერიძის ვიდეომიმართვას, რომელიც ჟურნალისტმა ბიოლოგიურ დედასთან შეხვედრის შემდეგ გაავრცელა და რომელშიც ამბობს, რომ დედას მასთან ურთიერთობა არ სურს
„ბოდიში, ვერ ვიტყვი რომ მოპარული ბავშვი ვარ“ – თამუნა მუსერიძე დედასთან შეხვედრის შემდეგ მიმართვას ავრცელებს
„როგორც თამუნამ თქვა, ნუ რას ვიზამთ ყველას ვერ ვეყვარებით და ვენდომებით. მაგრამ, არის დიდი მაგრამ!
დედა ხარ შენ ჩემი და შენ თუ ჩემთან ურთიერთობა არ გინდა, მე მინდა და მე მჭირდება როგორც სასმელი წყალი!
შენი აღიარება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საშინლად მსჯი. მთელი ცხოვრება ამ კომპლექსით უნდა ვიცხოვრო, რომ დედას არ ვუნდივარ. ხანდახან ვფიქრობ, ნუთუ ასეთი ცუდი ვარ? რა დავაშავე ასეთი? მე ხომ არ მითხოვია რამე, გარდა იმისა რომ მაღიარო როგორც შვილი.
თამუნა შენს გვერდით ვარ. მე ვიცი რასაც გრძნობ და განიცდი. მე მესმის შენი ტკივილი, რადგან მეც იგივე ტკივილით ვცხოვრობ.
დედის სიყვარული მაკლია და მინდა. სანამ ცოცხალი ვიქნები ვიბრძოლებ ამისთვის.
თამუნა წარმატებები ყველაგან და ყველაფერში. შენს გვერდით ვარ.
დედისგან არაღიარებული შვილი – ც ი ს ნ ა მ ი!“, – წერს ცისნამი საყვარლიშვილი.